ყოველწლიური საერთაშორისო ქართველოლოგიური კონფერენცია
საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი
8-9 ნოემბერი, 2025
საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
კონფერენციის შესახებ
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი, მულტიდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი ერთეულია, რომლის მიზანია ქართველოლოგიური პროექტების ინიციირება, მხარდაჭერა და განხორციელება.
ინსტიტუტის მიერ 2022 წელს დაიგეგმა და პირველად ჩატარდა საერთაშორისო ქართველოლოგიური კონფერენცია „საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო, მომავალი“, რომელიც ყოველწლიური სამეცნიერო აკადემიური ფორუმია და თავს უყრის საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულების მკვლევრებს.
კონფერენციის მთავარი მიმართულებებია: ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ფილოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, დიგიტალური ქართველოლოგია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და მათი ქვედარგები, რაც სამეცნიერო ფორუმს მულტიდისციპლინურ და, ამავდროულად, ინტერდისციპლინურ სტატუსსა და ხასიათს სძენს და განაპირობებს მის მასშტაბურობას.
2025 წლის 8-9 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის, გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ცენტრისა და ააიპ ქართველოლოგიის მხარდამჭერი ფონდის თანაორგანიზებით კონფერენცია მეოთხედ ჩატარდება.
2025 წელს 900 წელი სრულდება მეფე დავით IV აღმაშენებლის მეფობიდან. კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვან თარიღს.
კონფერენციის სამეცნიერო საბჭო:
გიული ალასანია (თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ნანა მრევლიშვილი (თანათავმჯდომარე, საქართველოს უნივერსიტეტი) ნანა ბურჭულაძე (საქართველოს უნივერსიტეტი) გიორგი გაგოშიძე (საქართველოს უნივერსიტეტი) იულონ გაგოშიძე (საქართველოს უნივერსიტეტი) მარიამ გველესიანი (საქართველოს უნივერსიტეტი) ლაურა გრიგოლაშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ქეთევან დათუკიშვილი (საქართველოს უნივერსიტეტი) ფარშიდ დელშადი (შუა აღმოსავლეთის ინსტიტუტი, აშშ) მარიამ დიდებულიძე (გ. ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი) ნინო დობორჯგინიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) მაკა ელბაქიძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი) ეკა კაჭარავა (საქართველოს უნივერსიტეტი) დამანა მელიქიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჯუზეპე მოტა (რომის საპიენცის უნივერსიტეტი, იტალია) თამარ პატარიძე (ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია) გულ მუქერიმ ოზთურქი (რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი) ჰაიატე სოტომე (ცუკუბას უნივერსიტეტი) ზაზა სხირტლაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) თინათინ ღუდუშაური (საქართველოს უნივერსიტეტი) ქეთევან ცხადაძე (საქართველოს უნივერსიტეტი) შალვა ძებისაშვილი (საქართველოს უნივერსიტეტი) დოდო ჭუმბურიძე (საქართველოს უნივერსიტეტი)
კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი:
2022-2023 წლებში ჩატარებული კონფერენციების ორგანიზატორები იყვნენ ქეთევან ქიმერიძე და ვანო სალუქვაძე.
2024 წლის კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი: ქეთევან ქიმერიძე (პროექტის მენეჯერი) სოფიო გულიაშვილი (პროექტის კოორდინატორი) თინათინ ჯიქურაშვილი (რეცენზირების პროცესის კოორდინატორი) იოსებ ბუჩუკური (ტექნიკური მენეჯერი)
2025 წლის კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი: ანტონ ვაჭარაძე (პროექტის მენეჯერი)