არაბულენოვანი ქრისტიანული აზროვნება კავკასიაში: თეოდორე აბუკურას ნააზრევის რეცეფცია ქართულ და სომხურ ინტელექტუალურ სივრცეში
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი
ასისტენტ პროფესორი თეოლოგია, ფილოსოფია
ფილოსოფიის დოქტორი
ფოთი/საქართველო
mashavabesik@gmail.com
აბსტრაქტი
ბესიკ მაშავა არაბულენოვანი ქრისტიანული აზროვნება კავკასიაში: თეოდორე აბუკურას ნააზრევის რეცეფცია ქართულ და სომხურ ინტელექტუალურ სივრცეში აბსტრაქტი წინამდებარე მოხსენებაში განხილულია არაბი ქრისტიანი მოაზროვნის, ხარანის ეპისკოპოსის, თეოდორე აბუკურას (750-830 წწ.) მიმართება ძველქართულ მწერლობასა და ზოგადად კავკასიის რეგიონთან. იგი აერთიანებს ადრეული და შუა საუკუნეების სომხური და ქართული აზროვნების ნიმუშებს, რომლებიც მთლიანობაში თეოდორე აბუკურას ნააზრევის რეცეფციის შესახებ მსჯელობის საშუალებას იძლევა. მაშასადამე, სახეზეა VIII-IX საუკუნეების სირია-პალესტინური ტრადიციის შემოდინება კავკასიის რეგიონში - ერთი მხრივ, სომხურ, ხოლო, მეორე მხრივ კი, ქართულ აზროვნებაში. საგანგებო მსჯელობის საგანი იქნება თეოდორე აბუკურას შემოქმედების ათვისების ტენდენციები კავკასიური ფილოსოფიის ჭრილში, კერძოდ კი, სომხურ და ქართულ ფილოსოფიაში. ასევე, საუბარი შეეხება არაბულენოვანი ტრადიციიდან საქართველოში მისი შემოქმედების ადრეულ რეცეფციას, რომელიც IX-X საუკუნეების პერიოდში უნდა მომხდარიყო და ერთ-ერთ უცნობ ავტორს უკავშირდება. ასევე აღსანიშნავია თეოდორე აბუკურას ორი ლიტერატურული ძეგლი: „ეპისტოლე სომეხთა მიმართ“ და მცირე ზომის ტრაქტატი „სომხების წინააღმდეგ“, რომელთა განხილვა აჩვენებს იმას, თუ რამ განაპირობა აბუკურას ნააზრევის აქტუალობა სომხეთში და რა მოტივები ამოძრავებდა მას სომეხი ხალხის მიმართ. ამასთან ერთად, ქართული აზროვნების კონტექსტში გაანალიზებულია მიქაელის მარტვილობის ორი ძველქართული რედაქციის ურთიერთმიმართებისა და ამ რედაქციებთან თეოდორე აბუკურას დაკავშირების საკითხი. საინტერესოა თეოდორე აბუკურას მიმართების დადგენა არსენ იყალთოელის „დოგმატიკონთან, რომელიც მოიცავს თეოდორე აბუკურას ფილოსოფიურ-თეოლოგიურ ტრაქტატებსა და დიალოგებს. შედეგად, ზემოთ მითითებული საკითხების განხილვიდან გამომდინარე შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები გამოიკვეთა: 1) კავკასიური ფილოსოფიის ცნების მზარდი დინამიკა; 2) თეოდორე აბუკურას რეცეფციის დოკუმენტალური მასალის არსებობა კავკასიურ რეგიონში; 3) ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ინტერნაციონალური ხასიათი; 4) თეოდორე აბუკურას აზროვნებაზე დაფუძნებული ძლიერი მისიონერული ტალღა კავკასიურ რეგიონში. Besik Mashava Arabic Christian Thought in the Caucasus: The Reception of Theodore Abu Qurrah’s Ideas in the Georgian and Armenian Intellectual Spaces Abstract This paper explores the relationship of the Arabic Christian thinker and Bishop of Harran, Theodore Abu Qurrah (750–830 AD), with Old Georgian literature and the Caucasus region as a whole. It brings together early and medieval Armenian and Georgian intellectual accounts that collectively enable a discussion on the reception of Theodore Abu Qurrah’s thought. Consequently, we witness an influx of the 8th-9th century Syro-Palestinian tradition into the Caucasus region-manifested, on the one hand, in Armenian thought, and on the other, in Georgian intellect. The primary focus of this discussion will be the tendencies of assimilating Theodore Abu Qurrah’s works through the prism of Caucasian philosophy, specifically within Armenian and Georgian traditions. Furthermore, the paper addresses the early reception of his oeuvre in Georgia from the Arabic tradition, which is believed to have occurred during the 9th -10th centuries and is associated with an anonymous author. Moreover, two literary monuments of Theodore Abu Qurrah are noteworthy in the context of Armenian thought: the Letter to the Armenians and a short treatise Against the Armenians. An examination of these texts demonstrates what conditioned the relevance of Abu Qurrah’s ideas in Armenia and what motives guided him towards the Armenian people. Alongside this, within the context of Georgian thought, the paper analyzes the interrelation between the two Old Georgian recensions of the Martyrdom of Michael and the issue of linking Theodore Abu Qurrah to these versions. Finally, it is of great interest to establish Abu Qurrah’s relationship with Arsen of Iqalto Dogmatikoni, a compendium that includes Theodore Abu Qurrah's philosophical-theological treatises and dialogues. As a result of examining the aforementioned issues, the following key conclusions have emerged: 1. The growing dynamics of the concept of Caucasian philosophy; 2. The existence of documentary evidence regarding the reception of Theodore Abu Qurrah in the Caucasian region; 3. The international character of Georgian philosophy and theology; 4. A strong missionary wave in the Caucasian region rooted in the thought of Theodore Abu Qurrah.
Keywords
საკვანძო სიტყვები: თეოდორე აბუკურა, კავკასიის რეგიონი, ქართული ფილოსოფია, სომხური აზროვნება, დოგმატიკონი, ინტერნაციონალური Keywords: Theodore Abu Qurrah, Caucasus region, Georgian philosophy, Armenian thought, Dogmatikon, International