კონფერენციის შესახებ

 

თანამედროვე ეპოქამ და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სწრაფმა ტემპმა XXI საუკუნის მსოფლიოს წინაშე წამოჭრა და გამოკვეთა ერთი მნიშვნელოვანი, საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალური, საკითხი: როგორ გაუწევენ პოპულარიზაციას და შეინარჩუნებენ თავიანთ კულტურულ თვითმყოფადობას მცირე ერები და ქვეყნები; როგორ უპასუხოს ლოკალურმა პროცესებმა, ერთი მხრივ, ტრადიციასა და განვითარების შინაგან დინამიკას და, მეორე მხრივ, თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევებს.

ამ კონტექსტში საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ქართველოლოგიური პროექტების ინიცირებას, მხარდაჭერასა და განხორციელებას. სწორედ ზემოხსენებული ფაქტორებისა და რეალობის საპასუხოდ 2022 წელს – პირველად და 2023 წელს მეორედ ჩატარდა საერთაშორისო ქართველოლოგიური კონფერენცია „საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო, მომავალი“, რომელიც ყოველწლიური სამეცნიერო აკადემიური ფორუმია და თავს უყრის საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულების მკვლევრებს.

შესაბამისად, სამეცნიერო მიმართულებები, რომლებიც მუშაობის პროცესში დარგობრივ სექციებში დიფერენცირდება, მოიცავს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მნიშვნელოვან სფეროებს: ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ფილოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, დიგიტალური ქართველოლოგია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და მათი ქვედარგები, რაც სამეცნიერო ფორუმს მულტიდისციპლინურ  და, ამავდროულად, ინტერდისციპლინურ სტატუსსა და ხასიათს სძენს და განაპირობებს მის მასშტაბურობას. 

2024 წლის 1-3 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის, გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ცენტრისა და ააიპ „ქართველოლოგიის მხარდამჭერი ფონდის“ თანაორგანიზებით კონფერენცია მესამედ ჩატარდება. 

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის რაფიელ ერისთავის დაბადებიდან მე-200 საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი სექციები, რომლებიც მისი ინტელექტუალური მემკვიდრეობის სრულიად ახალ, დღემდე უცნობ კონტექსტს გამოავლენს.

კონფერენციის სამეცნიერო საბჭო:

ალასანია გიული (თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
მრევლიშვილი ნანა (თანათავმჯდომარე, საქართველოს უნივერსიტეტი)
ბურჭულაძე ნანა (საქართველოს უნივერსიტეტი)
გაგოშიძე გიორგი (საქართველოს უნივერსიტეტი)
გაგოშიძე იულონ (საქართველოს უნივერსიტეტი)
გველესიანი მარიამ (საქართველოს უნივერსიტეტი)
გრიგოლაშვილი ლაურა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დათუკიშვილი ქეთევან (საქართველოს უნივერსიტეტი)
დიდებულიძე მარიკა (გ. ჩუბინაშვილის ქართული ხელივნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი)
დობორჯგინიძე ნინო (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ელბაქიძე მაკა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
თანდაშვილი მანანა (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი)
მელიქიშვილი დამანა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ოზთურქი გულ მუქერიმ (რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი)
სოტომე ჰაიატე (ცუკუბას უნივერსიტეტი)
სხირტლაძე ზაზა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ღუდუშაური თინათინ (საქართველოს უნივერსიტეტი)
ჭუმბურიძე დოდო (საქართველოს უნივერსიტეტი)

2022-2023 წლებში ჩატარებული კონფერენციების ორგანიზატორები იყვნენ ქეთევან ქიმერიძე და ვანო სალუქვაძე.
2024 წლის კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი: ქეთევან ქიმერიძე (პროექტის მენეჯერი), სოფიო გულიაშვილი (პროექტის კოორდინატორი), თინათინ ჯიქურაშვილი (რეცენზირების პროცესის კოორდინატორი), იოსებ ბუჩუკური (ტექნიკური მენეჯერი).