ძვირფასო კოლეგებო!

მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე -

„საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო, მომავალი“

(კონფერენცია ეძღვნება დავით აღმაშენებელს და მის ეპოქას)

განაცხადების მიღება დაიწყო!

 

კონფერენცია ჩატარდება 2025 წლის 8-9 ნოემბერს

 

საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ქართველოლოგიური ინსტიტუტისა და

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის

ქართველოლოგიური ცენტრის ორგანიზებით

 

 

სამეცნიერო მიმართულებები: 

·         ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია

·         ეთნოლოგია, ანთროპოლოგია

·         ფილოლოგია  

·         კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა   

·         სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია

·         დიგიტალური ქართველოლოგია

·         ეკონომიკა, ბიზნესი, სამართალი

·         საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა

ძირითადი მოთხოვნები:

·         კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური;

·         კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს;

·         მოხსენება უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე;

·         თეზისები, მოცულობით – 300-400 სიტყვა - წარდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;

·         დისტანციური (Online) რეჟიმი გათვალისწინებულია მხოლოდ უცხოელი მონაწილეებისთვის;

·         კონფერენციის რეგისტრაციის საფასური – 70 ლარი თანაავტორისთვის - 50 ლარი.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

·         განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა – 2025 წლის 30 აპრილი;

·         განაცხადზე პასუხს მიიღებთ არაუგვიანეს - 13 ივნისისა;

·         სარეგისტრაციო გადასახადის დაფარვის ბოლო ვადა – 30 აგვისტო.

 

დამატებითი ინფორმაცია: 

·         მოხსენებათა თეზისები განთავსდება კონფერენციის ვებგვერდზე; 

·         რჩეული მოხსენებების სრული ტექსტი ორმაგი ანონიმური რეცენზირების შემდეგ დაიბეჭდება კონფერენციის კრებულში.

 

გთხოვთ, გამოგზავნოთ შევსებული განაცხადი ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: ugconference@ug.edu.ge

 

პატივისცემით,
კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი