ეკა ორაგველიძე

ფილოლოგიის დოქტორი

საქართველოს უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი

ORCID: https://orcid.org/0009-0002-7831-3202

Oragvelidzeeka97@gmail.com

 

ნესტანი, ბეატრიჩე, ლაურა, „ზუბოვკა“, ,,სულიკო“ -  დაკარგული სატრფოს მხატვრული განსახოვნების პრინციპები

სიყვარული ყველა სათნოების საფუძველია და თავისთავად სათნოებებს ადამიანი აბსოლუტურ სიყვარულამდე მიჰყავს. შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ თანახმად, ნესტან-დარეჯანის, როგორც დაკარგული სატრფოს, ძიება დაკარგული სამოთხისაკენ ლტოლვის ალეგორიად მოიაზრება. ტარიელს თავისი მიჯნური გარდაცვლილიც კი ჰგონია, თუმცა, ამის მიუხედავად, აგრძელებს ნესტანის ძიებას და, საიქიოში მასთან შეხვედრის იმედით, გარდაცვალებას მიელტვის. სატრფოს პოვნით იკვრება პოემის იდეური წრედი - სიკეთე ბოროტებას ძლევს და სამყაროში ღვთაებრივი წესრიგი აღდგება.

სოლომონის „ქებათა ქების“ გავლენით, ანტიკური კულტურისა და ქრისტიანული მსოფლმხედველობის კვალდაკვალ, რენესანსის ხანაში პიროვნების სრულყოფის გზად ადამიანური სიყვარული მიიჩნევა. დანტე ალიგიერის ბეატრიჩესადმი და ფრანჩესკო პეტრარკას ლაურასადმი ტრფობა სულის ამამაღლებელ სათნოებად არის წარმოჩენილი. ვინაიდან ხორციელი სიყვარული საღვთო მიჯნურობის ამქვეყნიური გამოვლინებაა, შესაბამისად, ქალი ხდება მედიატორი, შუამავალი.

ადამიანური სიყვარულის ალეგორიულად, საღვთო მიჯნურობად მოაზრების ტრადიცია განსაკუთრებით ძლიერია ბაროკოს ეპოქასა და, შესაბამისად, - XVIII საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. დავით გურამიშვილის „დავითიანში“ სიყვარული წარმოჩენილია, როგორც „ნათლის მიჯნურობა“, ღვთის - აბსოლუტური სიყვარულის შემეცნებისკენ სწრაფვა, რაც აგრეთვე მკაფიოდ ვლინდება წიგნის ფინალურ ნაწილში ასახულ „ღვთაებრივი ქორწინების“ იდეალში. ლექს „ზუბოვკაში“ კი გარდაცვლილი, იმიერებაში გადასული სატრფოსადმი ლტოლვა ერთ-ერთი ძირითადი წარმმართველი მოტივია.

 

გარდაცვლილი საყვარლის ძიების იდეა განაპირობებს აკაკი წერეთლის „სულიკოს“ ლირიკული გმირის პათოსს. აღსანიშნავია ისიც, რომ სულიკოს ძიების პროცესი მიმდინარეობს ქვევიდან ზევით - მიწიდან ზეცისკენ. ლექსის ფინალური ნაწილის მიხედვით კი, მიჯნური ხარობს აქამდე დახშული სიცოცხლის კარის გაღებით, რაც  სწორედ სიყვარულის გზის სამოთხის დამკვიდრების ალეგორიად მოიაზრება.

 

საკვანძო სიტყვები: დაკარგული სატრფო; მაძიებელი გმირი; ალეგორია; მედიატორი;  ზესწრაფვა

ნესტან-დარეჯანი, ბეატრიჩე, „ზუბოვკა“ და „სულიკო“ - დაკარგული სატრფოს მხატვრული განსახოვნების პრინციპები

აბსტრაქტი

964 წლით დათარიღებული კუმურდოს კათედრალი საქართველოს  ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი და მრავალი ასპექტით საეტაპო ძეგლია. კუმურდოს მონოგრაფიული კვლევისას საშუალება მქონდა ყოველივე ერთიანად შემესწავლა და მაქსიმალურად ნათლად წარმომეჩინა მისი  ფასეულობა [კუმურდოს კათედრალი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, თბ. 2019 წ.]  მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კუმურდოს კათედრალი საჭიროებდა აუცილებელ სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს. ამის შესახებ 2011 წელს გამოცემულ სტატიაშიც ვსაუბრობდი [ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის პრობლემები (კუმურდოს კათედრალის რეაბილიტაცია), სოციალურ მეცნიერებათა კავკასიური ჟურნლი, ტომი IV, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისი, 2011].

ამჟამად კუმურდოს კათედრალზე მიმდინარეობს, 2015 წლიდან დაწყებული, მასშტაბური პროექტი, რაც ძირითადად გულისხმობს ტაძრის სამხრეთი კარიბჭის რესტავრაციას, მორღვეული დასავლეთი მკლავის და ჩამოქცეული გუმბათის რეკონსტრუქციას. აღნიშნული პროექტის ავტორი ქალბატონი თამარ ნემსაძეა, რომელიც ჯერ კიდევ 1970-80-იან წლებში მუშაობდა კუმურდოს საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით (03.06.2024), ამჟამად  მიმდინარეობს მეექვსე ეტაპი, რაც ახლად აგებული დასავლეთი მკლავის და სტოას ლორფინებით გადახურვას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ეს სამუშაოები საკმაოდ შეფერხებით დაიწყო და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია დროულად და წარმატებით განხორციელდეს. სამწუხაროდ, გაჭიანურებული სამუშაოების გამო, მთელი გასული წელი კუმურდოს კათედრალისთვის იყო ძალიან მძიმე, რამდენადაც შიდა სივრცეში კედლები იჟღინთებოდა ბუნებრივი ნალექით. ახალმა კონსტრუქციებმა დაახშო შიდა სივრცე და ის სწრაფი გამოშრობის პირობები, რაც ათეულობით წლის განმავლობაში არსებობდა, შეიცვალა. ინტერიერის კედლებზე, გარკვეულ ნაწილებში, გაჩნდა სოკოვანი ნადები. ამასთანავე საყურადღებოა, რომ სამხრეთით სტოას რეაბილიტაციის პროცესში, 2019 წლიდან დამცავი კარნიზის მოხსნის შემდეგ, მეთერთმეტე საუკუნის უმნიშვნელოვანესი საქტიტორო წარწერა, რომელიც იხსენიებს მარიამ დედოფალსა და ზოსიმე კუმურდოელს, ფაქტობრივად, ზედ ამოსულმა ბალახმა დაფარა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის გამოსწორება და სამუშაოების ისე წარმართვა, რომ ისტორიული წარწერის დაცულობა სრულად იყოს უზრუნველყოფილი.  

ამას გარდა, წინ არის ყველაზე კრიტიკული ფაზა –  საქმე ეხება გუმბათის აღმართვის საკითხს. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა  სამუშაოების ტექნიკურ გადაწყვეტასთან დაკავშირებით, რაც სპეციალისტთა შორის კონსენსუსს მოითხოვს. ვერანაირი რეკონსტრუქცია ვერ იქნება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პირვანდელი არქიტექტურული კონსტრუქციის და რელიეფური მქანდაკებლობის სრული დაცვა. შერჩეული მეთოდოლოგია კი, ვეჭვობ, ვერ უზრუნველყოფს ამის გარანტიას. არსებული წყობის გაბურღვა და მათზე ანკერების დამონტაჟება, რაზეც რკინა-ბეტონის მონოლითური კამარებისა და გუმბათის აღმართვა იგეგმება  უაღრესად სარისკოა.  აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიური კვლევის ჩატარება და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობა.

მოხსენებაში განხილული იქნება ასევე ტაძარზე ჩატარებული ყველა მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაო.  განსაკუთრებით, კარიბჭის მშენებლობა, რომელიც მოიცავს რელიეფური ქანდაკების საკითხსაც –  რაც ფრიად საყურადღებოა, რამდენადაც კუმურდოს კათედრალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რელიეფური მქანდაკებლობის განვითარების ისტორიისთვის.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებისას, 10 წლის განმავლობაში, მხოლოდ ახალი კონსტრუქციები შეიქმნა. ხოლო ყველა ის პრობლემა რაც ტაძრის ძირითად არქიტექტურულ სხეულს გააჩნდა ისევ ისე ხელუხლებელია (იგულისხმება გადახურვის დაზიანებული ადგილები).

დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ კუმურდოს კათედრალი საჭიროებს ძალიან დიდ ყურადღებას. მისი რეაბილიტაციის საკითხი ეროვნული მნიშვნელობისაა და ამიტომ სპეციალისტთა ჩართულობა უაღრესად საჭიროა. პრობლემების გამოვლენა მხოლოდ პოზიტიურად უნდა იყოს აღქმული, რათა დროულად მოხდეს მათი აღმოფხვრა.

 

საკვანძო სიტყვები: დაკარგული სატრფო, ძიების მოტივი, ზესწრაფვა