პროფესორი, ჰაბილიტირებული დოქტორი
იოანე-პავლე მეორის კათოლიკური უნივერსიტეტი ლუბლინში
ლუბლინი, პოლონეთი
ORCID: 0000-0003-1437-8904
marcin.skladanowski@kul.pl

საქართველო ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკაში ონტოლოგიური უსაფრთხოების პერსპექტივიდან

სიღრმისეული ტრანსფორმაციები, რომლებიც ამჟამად საერთაშორისო წესრიგს ცვლის — მათ შორის აშშ-ს საგარეო პოლიტიკის გადახვევა, აშშ–ჩინეთის ურთიერთობების გამწვავება და რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები — აიძულებს ევროკავშირს ხელახალი შეფასება გაუკეთოს საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკას. განსაკუთრებით კი აშშ-ს ევროპის მშვიდობის შენარჩუნებისადმი ვალდებულების დასუსტებად აღქმა განაპირობებს ევროკავშირის მიერ ავტონომიური თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების ნაბიჯებს.

ეს სტრატეგიული გადახალისება ასახულია ევროპული კომისიის მიერ 2025 წელს გამოქვეყნებულ „ევროპული თავდაცვის თეთრ წიგნში – Readiness 2030“, რომელიც ადგენს ‘ReArm Europe’ ინიციატივის ჩარჩოს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის მოქმედებები ამჟამად იდენტიფიცირებულია, როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და მშვიდობის მთავარი და გამწვავებული საფრთხე, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სულ უფრო და უფრო ფოკუსირდება იმ რეგიონებზე, სადაც რუსული დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო აქტივობები განსაკუთრებით თვალსაჩინოა და სადაც რეგიონული სტაბილურობა განსაკუთრებით დაუცველია. კავკასია წარმოადგენს ასეთ კრიტიკულ რეგიონს.

თუმცა ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზი — მათ შორის კავკასიის ქვეყნებთან დაკავშირებული მიდგომა — უნდა მოიცავდეს ონტოლოგიური უსაფრთხოების პერსპექტივას. ევროკავშირის მოქმედებები არ არის მხოლოდ ინტერესებზე დაფუძნებული გათვლების შედეგი, როგორც ამას რეალისტური მიდგომები საერთაშორისო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების კვლევებში გვასწავლის. ისინი ფორმირდება და იბეჭდება ევროკავშირის სტატუსით (იდენტობით), რომელიც განსაზღვრულია მისი ფუნდამენტური ხელშეკრულებებითა და სამართლებრივი ჩარჩოთი. ეს იდენტობა ეფუძნება კონკრეტულ ღირებულებებსა და პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების პრინციპებს.

ევროპარლამენტის 2025 წლის 12 მარტის რეზოლუცია „მზადყოფნა 2030“ თეთრ წიგბზე ამ ღირებულებებსა და პრინციპებს აღნიშნავს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და ლეგიტიმიზაციას უწევენ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ამ კვლევაში განიხილება საქართველოს როლი ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკაში, განსაკუთრებით 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ. კვლევა ხაზს უსვამს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროპული უსაფრთხოებისათვის და ამავე დროს აღვნიშნავთ ევროკავშირის ონტოლოგიური უსაფრთხოების იმ ელემენტებს, რომლებიც განსაზღვრავს და ზღუდავს ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ეს ელემენტები არა მხოლოდ ხელმძღვანელობენ ევროკავშირის ჩართულობას, არამედ იცავენ მნიშვნელოვან ნორმატიულ შეზღუდვებს.

 

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, უსაფრთხოების პოლიტიკა, ონტოლოგიური უსაფრთხოება, ევროპული უსაფრთხოება.