ოქსფორდის უნივერსიტეტი

მკვლევარი

ისტორიის დოქტორი 

ოქსფორდი/დიდი ბრიტანეთი 

manuchar.guntsadze@area.ox.ac.uk


აბსტრაქტი

როდესაც ვსაუბრობთ ქართველოლოგიის და ქართული მასალების განვითარების შესახებ დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ოქსფორდში, ცხადია პირველ რიგში მარჯორი და ოლივერ უორდროპები გვახსენდება, მათი წვლილი, მართლაც მნიშვნელოვანი და გამორჩეული. თუმცა, საინტერესოა მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული კუთხით, როგორ ვითარდებოდა ქართველოლოგიური კვლევები, ივსებოდა ფონდები ქართული მასალებით, ქართულენოვანი წიგნებით. ამისთვის კარგი წყარო ბოდლეინის ბიბლიოთეკათა ქსელის ვესტონის ბიბლიოთეკაა, რომელიც მდიდარია საარქივო მასალით. სწორედ ამ საარქივო ფონდებში გვხვდება დოკუმენტები ბიბლიოთეკის ქართული ფონდებით შევსების შესახებ, ასევე ემილია ლორიმერის შესახებ, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული ქართულენოვანი წიგნებით ბიბლიოთეკის შევსებაში და თავადაც სწავლობდა ქართულს. პროცესები ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და მისი დებულების დამუშავების შესახებ. მსგავსი მასალა სრულ ქრონოლოგიურ ხაზზე ააგებს საქართველოსთან დაკავშირებული კვლევების განვითარებას ოქსფორდში.


Keywords

ქართველოლოგია, ბიბლიოთეკა, ოქსფორდი, ბოდლეიანი