თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი

ისტორიის დოქტორი 

თბილისი/საქართველო 

natia.phiphia@tsu.ge


აბსტრაქტი

ანტიკური ხანის კოლხეთსა და იბერიაში ქალების შესახებ ნარატიული და ეპიგრაფიკული მასალები საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ეპიგრაფიკული მასალის ნაწილი დიდი ხანის ისტორიოგრაფიაში ცნობილია, ნაწილი ხელმისაწვდომი გახდა უახლესი ტექნოლოგიების, კერძოდ, ბერძნული და ლათინური წარწერების მონაცემთა ბაზებისმეშვეობით. საქართველოში და საზღვარგარეთ აღმოჩენილი წარწერები ინფორმატიული თვალსაზრისით განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ საქართველოში აღმოჩენილი წარწერებიდან ჩანს, რომ ქალები ტაძარში ქურუმებად შეიძლება მსახურობდნენ, ასევე ვანის ტაძრებში ხშირად სცემდნენ თაყვანს ქალღმერთებს, რაც თავის მხრივ საზოგადოებაში ქალის მნიშვნელობაზე მიანიშნებს, საზღვარგარეთ აღმოჩენილი წარწერები უგამონაკლისოდ აჩვენებს, რომ კოლხეთიდან წაყვანილი ქალები იყვნენ მონები ან აზატები. ეს ბუნებრივიცაა, კოლხეთში მცხოვრები კოლხი ქალების სოციალური სტატუსი ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრესაბერძნეთსა და რომში მოხვედრილი ქალებისა. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საკუთრივ კოლხეთში,რომელიც პროტოფეოდალურ საზოგადოებას წარმოადგენს, მონობის არარსებობის პირობებში, მონა ან აზატ ქალებზე წარწერები არ იქნება, ხოლო ძველ რომსა და საბერძნეთში, სადაც არაბერძნები და არარომაელები ბარბაროსებად მიიჩნეოდნენ, ასეთ საზოგადოებაში მაქსიმალური სოციალური სტატუსი, რისთვისაც შეეძლოთ მიეღწიათ, იყო აზატის სტატუსი. ათენიდან ცნობილია ორი წარწერა, რომელიც გააზატებული კოლხი ქალების შესახებ მოგვითხრობს: კეფისოდოროსის წარწერა სტელაზე ათენიდან და კოლხი ქალის წარწერა საფლავის ქვაზე ათენში. დელფოდან ცნობილია კიდევ ერთი მანუმისია კოლხი ქალის მოხსენიებით. ძველი რომიდან ცნობილია 5 წარწერა, რომელიც გააზატებული კოლხი ქალების შესახებ მოგვითხრობს, კონკრეტულად, სალუსტია კოლხის წარწერა რომიდან, ეპიტაფია ვირეია კოლხის მოხსენიებით, წარწერა ვოლუსია კოლხისის მოხსენიებით, კოლხი ქალის ეპიტაფია და ეპიტაფია კოლხი მეუღლისადმი კაზერტას პროვინციიდან.


Keywords

ქალი, კოლხეთი, იბერია Women, Colchis, Iberia