დამოუკიდებელი მკვლევარი
საფრანგეთის უმაღლეს საზოგადოებრივ კვლევათა სკოლოს დოქტორი (Docteur de l’EHESS)
პარიზი/საფრანგეთი
gmamoulia@hotmail.com
აბსტრაქტი
როგორც ცნობილია, ყირიმის ომის დროს (1853-1856 წწ) ძირითადი საბრძოლო მოქმედებები მოკავშირეთა და რუსეთის იმპერიის შეიარაღებულ ძალებს შორის ყირიმის ნახევარკუნძულზე მიმდინარეობდა. ამავე დროს, ინგლის-საფრანგეთის და ოსმალეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკმაო ყურადღებას უთმობდა კავკასიის ფრონტსაც. ამ მიზეზით, მოკავშირეთა კავკასიურ სტრატეგიაში ფრიად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მათი მცდელობა კავშირი დაემყარებინათ როგორც ჩრდილოეთ კავკასიის (იმამ შამილის იმამატი, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ჩერქეზები), ისე სამხრეთ კავკასიის (აფხაზები და ქართველები) წარმომადგენლებთან, იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი ეფექტური ჩაბმის მიზნით. ამ პოლიტიკამ განსაკუთრებით იჩინა თავი 1855-1856 წლებში, ომერ ლუტფი-ფაშას სამეგრელოსა და იმერეთში ლაშქრობის დროს. სულ ახლახანს მოძიებული საარქივო მასალები, საფრანგეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროთა არქივებიდან, საშუალებას გვაძლევს ახალი შუქი მოვფინოთ 1855 წლის მეორე ნახევარში აფხაზეთის მთავრის მიხეილ შერვაშიძის და სამეგრელოს რეგენტის ეკატერინე დადიანის პოლიტიკურ პოზიციას პარიზის, ლონდონისა და კონსტანტინოპოლის კავკასიური გეგმების მიმართ, რედუტ-კალეში და სოხუმ-კალეში საფრანგეთის კონსულის, შ. შამპუაზოს პოლიტიკური ანგარიშებისა და სხვა საისტორიო მასალის საფუძველზე.
საკვანძო სიტყვები: საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მე-19 საუკუნეში, ყირიმის ომი, კავკასია, მიხეილ შერვაშიძე, ეკატერინე დადიანი, შარლ შამპუაზო, ომერ ლუტფი-ფაშა, ინგლის-საფრანგეთ-ოსმალეთის ალიანსი, რუსეთის იმპერია.