ათათურქის უნივერსიტეტი

თურქული ენისადა ლიტერატურის ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტი

სხვა 

მაგისტრი, დოქტორანტი

თბილისი/საქართველო 

shermazanashvilimari1@gmail.com


აბსტრაქტი

წინამდებარე ნაშრომი ეხება ოსმალეთის იმპერიის ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ასპექტს — ქართული წარმოშობის ქალთა გავლენას იმპერიის მართვის იერარქიაში. XVIII-XIX საუკუნეებში, "ქალთა სულთნობის" ტრადიციის გასაგრძელებად, ოსმალეთის ჰარამხანის მწვერვალზე არაერთი ქართველი ქალი აღმოჩნდა, რომლებმაც "ვალიდე სულთნის" (დედა სულთნის) ტიტული მოიპოვეს. ნაშრომში განხილულია ისეთი ისტორიული ფიგურების მოღვაწეობა, როგორებიც იყვნენ მიჰრიშაჰ ვალიდე სულთანი, ბეზმიალემ ვალიდე სულთანი და ფერთევნიალ ვალიდე სულთანი. კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია მათი როლი იმპერიის მოდერნიზაციის პროცესში, კერძოდ, "ნიზამ-ი ჯედიდისა" და "თანზიმათის" რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მათ საქველმოქმედო და არქიტექტურულ მემკვიდრეობას სტამბოლში, რაც იმ პერიოდის ოსმალეთის სოციალური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო.


საკვანძო სიტყვები: ვალიდე სულთანი, ოსმალეთის იმპერია, მიჰრიშაჰი, ბეზმიალემი, ფერთევნიალ დედა სულთანი, საქველმოქმედო ფონდები (ვაქფი).