ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტი
დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ძველი სამყაროს არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის ასოცირებული პროფესორი
წყაროთმცოდნეობა 
PHD 
ვენეცია/იტალია 
erova@unive.it

 

გარდაბნის რეგიონის ყორღნული ველები: უახლესი კვლევების მიმოხილვა (ავტორები: ე. როვა, ფ. ბიანკი, ს. კლო, გ. ომაიძე)

აბსტრაქტი

ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ერთობლივი კვლევითი ჯგუფის მიერ 2023 წლიდან GIGAP-ის პროექტის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში განხორციელებულმა მულტიდისციპლინურმა კვლევებმა გამოავლინა რეგიონში სულ მცირე 33 ყორღნული ველი, რომელთაგან მრავალი მანამდე უცნობი იყო, ხოლო არც ერთი მათგანი დღემდე არქეოლოგიურად არ არის გათხრილი.

ნაშრომში განხილული იქნება ყორღნული ველების ტერიტორიული განაწილება, მათი კავშირი ბუნებრივ გარემოსთან და სხვა ტიპის არქეოლოგიურ ძეგლებთან, მათი დაცვის საერთო მდგომარეობა, აგრეთვე ის საფრთხეები, რომლებსაც მათ თანამედროვე ანთროპოგენური საქმიანობა უქმნის. ასევე წარმოდგენილი იქნება მოსაზრებები მათი შესაძლო დათარიღების შესახებ.

ნაშრომში განხილული იქნება თითოეული ყორღნის ზომები, ფორმა, სამშენებლო მასალები, აგების ტექნიკა და სხვა მახასიათებლები, მათ შორის ურთიერთმიმართება, შესაძლო დამხმარე ნაგებობების არსებობა და/ან გვიანდელი ჩარევები. კვლევა მიზნად ისახავს ინდივიდუალური სამარხი მონუმენტების შესწავლიდან გადასვლას ყორღნული ველების, როგორც განმეორებითი მემორიალიზაციისა და კოლექტიური სოციალური ურთიერთქმედების სივრცეების, ანალიზზე, რომელიც დაკრძალვის აქტს სცილდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მეთოდოლოგიურ საკითხებს, კერძოდ, არაინვაზიური კვლევის მეთოდების — დისტანციური ზონდირების, სხვადასხვა სიმაღლიდან გადაღებული დრონით აეროფოტოგრაფიის, ფოტოგრამმეტრიის, საველე ზედაპირული კვლევის, გეოფიზიკური დაზვერვისა და გეოქიმიური ანალიზების — შესაძლებლობებს, უპირატესობებსა და შეზღუდვებს ტრადიციულ არქეოლოგიურ გათხრებთან და მიკროარქეოლოგიურ მეთოდებთან შედარებით.

განხილვაში ასევე გამოყენებული იქნება სამხრეთ კავკასიის სხვა რეგიონებისა და სხვა ტერიტორიების შედარებითი მასალები.

კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გარდაბნის ყორღნული ველის ძეგლს, რომელიც 67 იდენტიფიცირებული ყორღნით შესწავლილ ტერიტორიაზე ამ ტიპის ყველაზე მასშტაბურ ძეგლს წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები: ყორღანი, ლანდშაფტური არქეოლოგია, არქეოლოგიური დაზვერვა, დისტანციური ზონდირება, არადესტრუქციული კვლევები.

 

შეძლებისდაგვარად, მოხსენებაში ასევე აისახება GIGAP-ის პროექტის 2026 წლის ზაფხულის საველე სეზონის მოსალოდნელი შედეგები.