თეოლოგიის დოქტორი
დამოუკიდებელი მკვლევარი
საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კომიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0001-7011-4818
Chkhaberidzenari@gmail.com
თეოლოგიის დოქტორი
დამოუკიდებელი მკვლევარი
საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კომიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0001-7011-4818
Chkhaberidzenari@gmail.com
იოანე ზიზიულასის საღვთისმეტყველო ხედვა ზოომორფულ საკითხებზე და სახარებისეული სიმბოლო „ვირის“ ეგზეგეტური ანალიზი
კვლევა მიმოიხილავს პერგამონის მიტროპოლიტის იოანე ზიზიულასის საღვთისმეტყველო თვალსაზრისს სამყაროში ადამიანისა და ცხოველების ჰარმონიული თანაცხოვრების შესახებ. ზიზიულასი ცხოველთა სამყაროს განიხილავს შექმნის ნაწილად, რისი შექმნისასაც ღმერთმა დაასკვნა, რომ ის კარგია. მისი აზრით, ბიბლიური ხედვა აძლიერებდა მართლმადიდებლური ეკლესიის რწმენასა და ეთოსს, რასაც მოწმობს მონაზვნობა, ღვთისმსახურება და ღვთისმეტყველება.
კვლევაში ასევე განხილულია სახარებისეული ზოომორფული სიმბოლო „ვირი“ (ძვ. ქართ. კარაული), როგორც შრომისმოყვარეობის, თავმდაბლობისა და მშვიდობისმყოფელების ნიშანი, კერძოდ, პასექის დღესასწაულზე ქრისტეს იერუსალიმში შესვლის ეპიზოდში. „კარაული“ მიუთითებს მძიმედ ნაშრომ-ნაჯაფ ვირზე, რაც აღინიშნება ადამიანის ღვთივბოძებული შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებული შრომისმოყვარეობის მაგალითად.
საკვანძო სიტყვები: ღვთისმეტყველება, ქმნილება, ცხოველთა სამყარო, სახარება, სიმბოლო.