საქართველოს უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

თბილისი/საქართველო

givi_lemonjava@yahoo.com

 

ციფრული ეკოსისტემები საქართველოს ეკონომიკაში 

 

აბსტრაქტი

 

ტერმინი „ციფრული ეკოსისტემა“ გულისხმობს IT საშუალებებისა და სერვისების სრულ ერთობლიობას, რომელიც ბიზნესის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. სხავა სიტყვებით, ციფრული ეკოსისტემა არის ურთიერთდაკავშირებული ინფორმაციული ტექნოლოგიური რესურსების ერთობლიობა, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც ერთი მთლიანი და ის აერთიანებს: მოწყობილობებს/პლატფორმებს, მონაცემებს, აპლიკაციებს მომსახურების მიმწოდებლებს.

ამათი ერთობლიობა უზრუნველყოფს მონაცემებისა და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას. მონაცემთა ეკოსისტემები ქმნიან ღირებულებას  და ახალი სერვისებს, რაც ზრდის მონაწილეთა ეფექტურობას და შემოსავალიანობას.

დღეისთვის, ციფრული ეკოსისტემების მრავალი სახეობა არსებობს. ბევრი ბიზნესი გვთავაზობს საკუთარ ეკოსისტემას, მაგალითად Apple. ციფრული ეკოსისტემა არის ქსელი, რომელიც მოიცავს: პლატფორმებს, მომხმარებლებს, მიმწოდებლებს, მონაცემებს, სერვისებს და აპლიკაციებს და მმართველობას და წესებს. ამათ ურთიერთმოქმედებებს ახორციელებს ტექნოლოგიები.  ამის თვალსაჩინო მაგალითებია:

•   Amazon-ის ეკოსისტემა (ელექტრონული კომერცია + ღრუბელი + ლოჯისტიკა)

•   Apple-ის ეკოსისტემა (მოწყობილობები + აპლიკაციები + სერვისები)

ეკოსისტემის კომპონენტები: პლატფორმა - ციფრული ეკოსისტემის ტვინი. ის ქმნის იფრასტრუქტურას, მოქმედების წესებს და ყველა მონაწილეს აკავშირებს ერთმანეთთან. პლატფორმები ეყრდნობიან API ინფრასტრუქტურას, რათა უზრუნველყონ აპლიკაციების შეუფერხებელი მუშაობა; მომხმარებლების შრე - კლიენტები, ბიზნესები/მოქალაქეები, რომელთაც მიეწოდება მომსახურება  და ხდება მონაცემების გენერირება;  მიწოდების მხარე (მწარმოებლები/ პარტნიორები)  მოიცავს დიველოპერებს, ვაჭრებს და მომსახურების მიმწოდებლებს. ამ პლატფორმაზე იქმნება პროდუქტები, მომსახურებები, რომლებიც შემდეგ მიეწოდება მომხმარებლებს; მონაცემთა შრე, სადაც ხდება მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; სერვისები და აპლიკაციები - პროდუქტები, რომლებიც მიწოდება მომხმარებლებს, მოიცავს: გადახდებს, ელექტრონული კომერციას, სტრიმინგის და Fintech - ს;  ინფრასტრუქტურის ფენა: ღრუბელები, ქსელები და მონაცემების საცავები; და ბოლოს,  მმართველობა და წესები: პოლიტიკები, ფასები, უსაფრთხოება და რეგულაციები. 

საქართველოს ცეფრული ეკოსისტემა განვითარების აქტიურ ფაზაში იმყოფება. თუმცა, ჯერკიდევ ბევრად ჩამორჩება ამ მხრივ წარმატებულ ქვეყნებს, მაგალითად ესტონეთს, სინგაპურს და სხებს. მიმდინარეობს რამდენიმე პარალელური ციფრული ეკოსისტემის შექმნა, რომლებიც ერთმანეთთან ნელ-ნელა ინტეგრირდებიან. აქედან ყველაზე დიდია TENT, რომელიც სპეციალიზირებულია e-commerce, mobility, finance, and real estate. ის, რომლის სათაო ოფისიც თბილისშია და აქციების უმრავლესობის მფლობელი TBC Bank Group-ია, საქართველოს უდიდეს ციფრულ ეკოსისტემებს შორისაა, რომელიც აერთიანებს მრავალ პლატფორმას, რომლებიც მხარს უჭერენ მომხმარებელთა და ბიზნეს ტრანზაქციებს ეროვნული ეკონომიკის ძირითად სექტორებში. ის ემსახურება 2 მილიონამდე მომხმარებელ და მოიცავს: Mymarket (e-commerce),  Myauto (ავტომობილები), Myhome (უძრავი ქონება) და TKT (tickets/events). პლატფორმის ერთიანობა კლიენტს აძლევს საშვალებას იყიდოს, გაყიდოს და მიაგნოს სასურველ მომსახურებას. Banking ecosystems - მოიცავს:  payments, e-commerce, and lifestyle apps. ასე რომ, ბანკები, “TBC Bank” and “Bank of Georgia”, თანდათნობით ხდებიან ციფრული ეკოსისტემის პლატფორმის ტიპის კომპანიები. e-commerce ecosystem ჯერკიდევ სუსტად არის წარმოდგენილი - დაბალია ონლაინ გაყიდვების წილი და სისტემა არ არის სრულად ჩაკეტილი.  საწყის ეტაპზეა Digital Village - ის, მეტად საჭირო პლატფორმის, განვითარება, რომელიც უნდა მოიცავს ფერმერები, ინვესტორები და მიწის მესაკუთრეები.

ციფრული ეკოსისტემას განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოში. თუ ეს პერსპექტივა იქნება რეალიზებული, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე - ის გახდება ეკონომიკური ზრდის უძლიერესი ფაქტორი.  ამ პერსპექტივის რეალობას ადასტურებს ეკონომიკური ზრდის Python მოდელი, რომელიც  შეიცავს შემდეგ კომპონენტებს: e-commerce, რომელის წილი საქართველოს ეკონომიკაში უკვე შეადგენს 10% და წლიური ზრდა არის 15%; IT სექტორი, რომლის წილი ეკონომიკაში არის 5%, ხოლო ზრდა 10%;  და ეფექტიანობა, რომელიც ეფუძნება Fintech -ს და  რომლის ზრდა ტოლია- 1%. ამ მოცემულობის საფუძველზე, მოდელი წარმოგვიდგენს საქართველოს GDP - ის ზრდის ასეთ დინამიკას:

წელი

GDP($B)

2025

38.00

2026

40.66

2027

43.50

2028

46.55

2029

49.81

2030

53.29

როგორც ცხრილიდან ჩანს, ეკონომიკის წლიური რეალური ზრდა ტოლი იქნება 7%.  ციფრული ეკოსისტემის საფუძვლიან განვითარებას დასჭირდება დიდი ინვესტიცია - დაახლოებით $3 მილიარდი. ამ ინვესტიციის სწორად განაწილების შემთხვევაში, მისი IRR იქნება 18% - 22%, რასაც ადასტურებს Monte Carlo IRR simulation, რომელიც რეალიზებულია  Python - ის ბაზაზე.

შედეგი უფრო მეტი იქნება, თუ ციფრულ ეკოსისტემაში მოხდება AI ეკოსისტემის ინტეგრირება, რომელიც არის ერთ-ერთი უძლიერესი ძრავა მომავალი ეკონომიკური ზრდისთვის მაშინ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა ბევრად უფრო გაიზრდება. ის ზრდის პროდუქტიულობას, ამცირებს ხარჯებს და ქმნის ახალ ბაზრებს.  ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემის ეფექტიანობას და მომხმარებლების რაოდენობას. მოკლედ, ეს არის გზა ცოდნის მოდელისკენ, სადაც:  ცოდნა ხდება მთავარი რესურსი,  ნიცოვაცია - ზრდის ძრავი, და განათლება - ინვესტიცია და არ ხარჯი. საქართველოს AI ინფრასტრუქტურა ჯერკიდევ სუსტია, გამოყენებაშია მცირე მასშტაბის AI პლატფორმები და ერთმანეთისგა იზოლირებული მცირე ზომის მონაცემთა ცენტრები. 

საკვანძო სიტყვები: ციფრული ეკოსისტემა, ციფრული ეკოსისტემის პლატფორმები, ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემა, მშპ/IRR-ის მონტე-კარლოს სიმულაცია.