საქართველოს უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი
თბილისი/საქართველო
t.lekiashvili@ug.edu.ge
აბსტრაქტი
სტატიაში განხილულია სტამბოლის მერიის ბიბლიოთეკაში გამოვლენილი საქართველოს თემატიკის 25 ისტორიული ღია ბარათი, რომლებზეც წარმოდგენილია თბილისი, ბათუმი, სოხუმი და შავი ზღვისპირეთის ცალკეული ადგილები. კვლევის მიზანია ბარათების აღწერა, ატრიბუცია და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალაქების არქიტექტურულ იერსახეს, სატრანსპორტო და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, სანაპირო და საკურორტო სივრცეებს, აგრეთვე ნაბეჭდ და ხელნაწერ წარწერებს. ბარათებზე დაცული რუსული, ფრანგული და სხვა ენების ტექსტები შესაძლებლობას იძლევა, ვიზუალურ მასალასთან ერთად შესწავლილ იქნეს პირადი მიმოწერა, მოგზაურობის გამოცდილება და საფოსტო კომუნიკაციის პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გამოსახულების პარალელური ეგზემპლარი სხვა კოლექციებსა და ონლაინრესურსებშიც გვხვდება, სტამბოლის მერიის ბიბლიოთეკაში დაცული მასალა დამოუკიდებელ მნიშვნელობას იძენს თავისი ხელნაწერი შრისა და საბიბლიოთეკო კონტექსტის გამო. კვლევა წარმოაჩენს ღია ბარათებს, როგორც XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს ურბანული, სოციალური და კულტურული ისტორიის მნიშვნელოვან ვიზუალურ და ეპისტოლარულ წყაროს.
საკვანძო სიტყვები: ისტორიული ღია ბარათები; საქართველო; თბილისი; ბათუმი; სოხუმი; სტამბოლის მერიის ბიბლიოთეკა; ვიზუალური ისტორია; ეპისტოლარული წყაროები; ურბანული ისტორია; შავი ზღვის სანაპირო; XX საუკუნის დასაწყისი.