საქართველოს უნივერსიტეტი
დოქტორანტი
თბილისი/საქართველო
elguja.sekhniashvili.1@btu.edu.ge
ბათუმის საკითხი 1918-1921 წლების საქართველო- თურქეთის ურთიერთობებში
აბსტრაქტი
2026 წლის 13 ოქტომბერს ასხუთი წელი შეუსრულდა ყარსის ხელშეკრულებას, რომელმაც ჩამოაყალიბა საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრები და საქართველოსა და თურქეთს შორის მშვიდობა დაამყარა. 1990-იან წლებში სსრკ-ს დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ დღის წესრიგში დადგა მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი. საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობებისა და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ერთ-ერთ უმთავრეს სახელმძღვანელო დოკუმენტად სწორედაც, რომ ყარსის ხელშეკრულების დანართები გამოიყენეს. შესაბამისად დღეს ჩვენ თურქეთის რესპუბლიკასთან გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უპრობლემო სასაზღვრო მონაკვეთი. თუმცა ყარსის ხელშეკრულების გარშემო მითქმა-მოთქმა არასდროს შეწყვეტილა. განსაკუთრებით ეს მოძრაობა გაძლიერდა 2021 წელს, როდესაც საზოგადოებისა და ქართული პოლიტიკური წრეების ნაწილი თვლიდა, რომ ხელშეკრულების 100 წლის შესრულებისთანავე თურქეთის რესპუბლიკა პრეტენზიებს წაუყენებდა საქართველოს ქალაქ ბათუმზე, შემდგომში კი ახალციხესა და ახალქალაქზე და საქართველოს ხელისუფლებას მათი თურქეთისთვის გადაცემას მოითხოვდა. ისტორიულად ქალაქი ბათუმის საკითხი ოსმალეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. ამ ქალაქის ოსმალეთისთვის გადაცემის საკითხი დადგა 1918 წელს გამართულ სამ სამშვიდობო კონფერენციაზე (ბრესტ-ლიტოვსკი, ტრაპზონი, ბათუმი). ოსმალეთის თავდაცვის მინისტრი, ენვერ ფაშა, ბათუმს „ოსმალეთის მონაპოვრების მარგალიტს“ უწოდებდა , ხოლო მისი აღების შემგდომ თავად ეწვია ამ ქალაქს. ამასთან, ბათუმის საკითხი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის საგნად იქცა მუსტაფა ქემალის (ათათურქი) ანკარის მთავრობასა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის (რსფსრ) შორის, რომელიც პირდაპირ ცხელ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბათუმის საკითხის საბოლოო ბედი ყარსის ხელშეკრულებაში გადაწყდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აქტუალურია იმ საკითხის გამოკვლევა თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი ქ. ბათუმი ოსმალეთისთვის და რა დიპლომატიური და პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგა მის დასაუფლებლად. ამასთან, საჭიროა ვიცოდეთ თუ რა გეოპოლიტიკური სიტუაცია სუფევდა 1917-1921 წლებში კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოში, რათა გავცეთ პასუხი დღეს მსოფლიოში მიმდინარე დინამიკურ გეოპოლიტიკურ პროცესებს და აღარ გავიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაუშვა გასული საუკუნის დასაწყისში. წინამდებარე კვლევაში განხილული იქნება პირველი მსოფლიო ომის ბოლო პერიოდის (1917-1918) წლების ოსმალეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის კონკრეტულად, კი საქართველოს მიმართ. ასევე ის გეოპოლიტიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო აღმოჩნდა დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში, ასევე გამოკვლეულია ყარსის ხელშეკრულების გავლენა თანამედროვე საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების გამოწვევები.