საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
ასოცირებული მკვლევარი
ფილოლოგია
ფილოლოგიის დოქტორი
თბილისი/საქართველო
keso.gejua90@gmail.com
აბსტრაქტი
წარმოდგენილი კვლევა ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2026 წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „გალის მუნიციპალიტეტის ტოპონიმიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“ ფარგლებში (შიფრი: GSDP-26-1810). აფხაზეთის ტერიტორიაზე არის როგორც ქართველური ისე აფხაზური და რუსული ტოპონიმები/მიკროტოპონიმები. საკუთრივ გალის რაიონის საზღვრები და ტოპონიმები ომის შემდეგ შეიცვალა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება, რაც ქმნის იმის საშიშროებას, რომ ისეთი დასახელებები, რომლებიც ამჟამად იხმარება, დროთა განმავლობაში შესაძლოა გაქრეს. ჩვენი აზრით, აუცილებელი და მეტად საჭირო საქმეა გალის მუნიციპალიტეტის ტოპონიმიკის აღნუსხვა და შესწავლა. ამ ეტაპზე წარმოვადგენთ სოფელ გაგიდის ტოპონიმიას, რომელიც მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონში, შავი ზღვის ნაპირას, სამურზაყანოს დაბლობზე. საკვლევ ობიექტს წარმოადგენს სოფელში შემავალი დასახლებული პუნქტების, მათი უბნებისა თუ ადგილების დასახე¬ლებები. აქამდე მოპოვებული მასალების მიხედვით ჩანს, რომ ტოპონიმები, მიკროტოპონიმები, ჰიდრონიმები ძირითადად, ქართველური წარმომავლობისაა, მაგალითად: დიხაგუძბა, პაპაშღალი, ოჭანდარე, ნახრეში, დოქიში მინდორეფი, ისმენიში ნოხორი, ფადუშ ნოხორი... ბუღაზი, მარაჭა და ა. შ. მოხესენებაში ასახული იქნება სოფლის ყველა ტიპის ონიმი ლინგვისტური ანალიზითა და ეტიმოლოგიით.
Keywords
ქართველური, აფხაზეთი, ტოპონიმია, ეტიმოლოგია, გალი