აჭარის საარქივო სამმართველო

ისტორიკოსი, ისტორიის მასწავლებელი. მაგისტრთან გათანაბრებული.  მწერალი

ბათუმი/საქართველო

pkardava@yahoo.com

 

აბსტრაქტი

„ვეფხისტყაოსანში“ ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო სახეა ასმათი. ასმათი პოემაში საკვანძო პერსონაჟია, ნესტანისა და ტარიელის მარად თანამდევი  სული, პერსონაჟების უბედურებისა და ტანჯვის, იმავდროულად კი სიხარულისა და ბედნიერების გამზიარებელი. მისი თავგადასავალი თითქოს  განუშორებლად თანშეზრდილია მთავარ გმირთა ცხოვრებასთან, ლამის ძალი რომ გაათხოვებენ და გაიმანძილებენ ბოლოს.

როგორც პოემაში შოთასეული  ხელწერა, პერსონაჟების პროტოტიპები თითქოს აუცილებლად არიან  გამოხმობილნი ქართლის ცხოვრებისეულ მეფეთა ტალანებიდან. საქართველოს ისტორიაში საკმაოდ ცნობილია ეს ისტორიული პერსონაჟი, თამარ მეფეთმეფის მამიდის, რუსუდანის აღზრდილი, რომელიც როგორც მემატიანე აღნიშნავს, ქალწულებლივი ღვაწლით აღესრულა ღრმა სიბერეში.  ცნობილია რომ  რუსუდანი და  თამარი ერთად იზრდებოდნენ დავით სოსლანთან და ვინ იცის, რაღაც ზომით შეიძლება  დემნასთანაც ერთად. ის იყო პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, დედოფალი, გიორგი III-ის ასული.  ნაშრომში არის მცდელობა ამ ისტორიული პერსონაჟის, თამარის ნახევარდის, უაღრესად საინტერესო ისტორიული პირის, რუსუდანის ასმათის პროტოტიპად და არქეტიპად წარმოჩენისა.

საკვანძო სიტყვები: ასმათი, რუსუდანი, ქართლის ცხოვრება, ნესტანი, ტარიელი, პროტოტიპი, არქეტიპი, რუსთველოლოგია.