რეგიონული მუნიციპალური დაწესებულება „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი“

ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი

ხარკოვი, უკრაინა

djakova.elena.hnpu@gmail.com

 

დმიტრი გორდეევი, ქართველი მკვლევარი ხარკოვიდან

 

აბსტრაქტი

დღეს უკრაინაში მეცნიერები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ თავიანთი წინამორბედების ბიოგრაფიებს და განსაზღვრავენ მათ წვლილს ისტორიოგრაფიულ მემკვიდრეობაში.

ამგვარ მეცნიერთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია აღმოსავლეთმცოდნე დმიტრი პეტრეს ძე გორდეევს, რომლის სამეცნიერო ბიოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული ხარკოვსა და თბილისთან.

დმიტრი პეტრეს ძე გორდეევი დაიბადა 1889 წლის 8 ნოემბერს ხარკოვში. მისი მამა, პეტრე ანდრიას ძე, ხარკოვის ვეტერინარული ინსტიტუტის დამსახურებული პროფესორი იყო. გიმნაზიაში სწავლის პარალელურად, დმიტრი ქალაქის ხატვისა და ფერწერის სკოლაშიც დადიოდა.

1913 წელს მან დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და სამეცნიერო საქმიანობის გასაგრძელებლად ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრაზე დატოვეს.

დმიტრი პეტრეს ძე დაინტერესდა ბიზანტიური ხელოვნებით, რის გამოც შუა საუკუნეების არქიტექტურის შესასწავლად საქართველოში და სომხეთში მიავლინეს. 1916–1920 წლებში იგი მონაწილეობდა კავკასიაში მოწყობილ არაერთ ექსპედიციაში, რომელთა მიზანი ადგილობრივი ხელოვნების ძეგლების კვლევა იყო.

1917 წელს . გორდეევი დაინიშნა თბილისის კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის ადიუნქტ-პროფესორად.

მისი პროფესიული კომპეტენცია ქართველმა მეცნიერებმაც აღიარეს. 1922 წლიდან დმიტრი პეტრეს ძე კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის სრულუფლებიანი წევრი გახდა და თბილისში მოქმედ არაერთ სამეცნიერო დაწესებულებაში მუშაობდა.

1926 წელს . გორდეევი ხარკოვში დაბრუნდა და კიევის ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის სექციას ჩაუდგა სათავეში, რასაც კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიურ ინსტიტუტში საქმიანობასაც უთავსებდა.

უკრაინაში მეცნიერი კვლავ აგრძელებდა კავკასიის ხელოვნების შესწავლას. იგი გახდა აღმოსავლეთმცოდნეობის სრულიად უკრაინის ასოციაციის გამგეობის სრულუფლებიანი წევრი და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სრულიად უკრაინის არქეოლოგიური კომიტეტის კავკასიის კომისიაში ლექციებს კითხულობდა. ამასთანავე, იგი იმ მრავალი სამეცნიერო დაწესებულების წევრიც იყო, რომლებიც უკრაინულ კულტურას იკვლევდნენ.

1928 წლის ბოლოს . გორდეევის ხელმძღვანელობით სრულიად უკრაინის მეცნიერებათა აკადემიაში კავკასიოლოგიის კომისიამ დაიწყო მუშაობა.

თუმცა 1930-იანი წლების დასაწყისში მისი სამეცნიერო საქმიანობა შეწყდა. დმიტრი პეტრეს ძე დააპატიმრეს, .. „რუსულ-უკრაინულ ფაშისტურ ბლოკშიმონაწილეობის ბრალდებით და ხუთი წლით გამასწორებელ-შრომით ბანაკებში პატიმრობა მიუსაჯეს.

1937 წელს ვადამდე გათავისუფლების შემდეგ იგი ქუთაისში ცხოვრობდა, სადაც რუსულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. 1953 წელს თბილისში გადავიდა და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ თანამშრომლად დაიწყო მუშაობა.

დმიტრი გორდეევი გარდაიცვალა 1968 წლის 19 აგვისტოს თბილისში.

მისი მრავალმხრივი სამეცნიერო საქმიანობა . გორდეევის უკრაინულ და ქართულ ისტორიოგრაფიაში აღმოსავლური ხელოვნების კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად განხილვის საფუძველს იძლევა.

საკვანძო სიტყვები: საქართველო; ხარკოვი; დმიტრი გორდეევი; კავკასიის მკვლევარი; ხელოვნების ისტორია; XX საუკუნის პირველი ნახევარი.