ილას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 დოქტორანტი

კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა

მაგისტრი

თბილისი/საქართველო 

pataridze.ni@gmail.com


აბსტრაქტი

ანოტაცია წარმოდგენილი ნაშრომი ასახავს 2025 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის მიმდებარედ (სოფ. ვლადიმიროვკა), ფარავნის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული საველე სამუშაოების შედეგებს. კვლევა მოიცავდა ორ ძირითად ობიექტს: ტერასული ტიპის ნამოსახლარს (უბანი ფაე 04) და მეგალითურ ციხეს (უბანი ფაე 05). საველე სამუშაოებისას გამოყენებულ იქნა თანამედროვე მეთოდები, მათ შორის პროგრამა GIS, აეროგადაღება და 3D მოდელირება. სულ გაიჭრა 6 სატესტო შურფი (4 ნასახლარზე და 2 ციხეზე). ნამოსახლარის ტერიტორიაზე გამოვლინდა თიხატკეპნილი იატაკები, ხის გადახურვის ძელები, ორმო, თონე და მდიდარი არტეფაქტები. არქეოლოგიურ მასალაში ჭარბობს გვიანი შუა საუკუნეების (XIV-XV სს. ან XV-XVII სს.) უხეში სამზარეულოსა და სუფრის კერამიკა (ქოთნები, კეცები, ჯამები), ასევე ნაპოვნია ობსიდიანის ანატკეცები, მინის მძივი და ლითონის სხვადასხვა ნივთი.ციკლოპურ სიმაგრეზე (ფაე 05) დაფიქსირდა შედარებით უკეთ განლექილი ხაზოვან-ორნამენტირებული კერამიკის ფრაგმენტები. ნასოფლარის სამშენებლო ტექნიკა და გეგმარება მნიშვნელოვან მსგავსებას ამჟღავნებს ფარავნის ექსპედიციის მიერ ადრე შესწავლილ სხვა ობიექტებთან (ფაე 02 და ფაე 03). ნიადაგის პალინოლოგიურმა კვლევამ, ნასახლარის ფენებში, გამოავლინა , კულტურულ მარცვლოვანთა და მათი სარეველების ფართო სპექტრი. რაც ადასტურებს აქ განვითარებული მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის არსებობას.


საკვანძო სიტყვები: არქეოლოგია, შუა საუკუნეები,