უმცროსი მკვლევარი
Gnomon Wise
თბილისი, საქართველო
l.khutsiberidze@ug.edu.ge
პატარა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დივერსიფიკაცია - სომხეთის მულტივექტორული ტენდენციები / Strategic Diversification of the Foreign Policy of a Small State – Armenia's Multi-Vector Tendencies
2018 წლის სომხეთის რევოლუციამ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1991–1994 წლების სომხეთ–აზერბაიჯანის ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ძლიერი დამოკიდებულებიდან სომხეთი დივერსიფიცირებული და შედარებით ავტონომიური საგარეო პოლიტიკისკენ გადაიხარა. ნაშრომი აანალიზებს სომხეთ–რუსეთის ურთიერთობებს 2018–2025 წლებში, რათა გამოავლინოს ის ფაქტორები, რომლებიც საშუალებას აძლევენ პატარა სახელმწიფოებს, როგორიცაა სომხეთი, დიდ სახელმწიფოზე აბსოლუტური დამოკიდებულებიდან შედარებით ავტონომიური პოლიტიკის გატარებაზე გადავიდნენ.
სომხეთში მშვიდობიანი რევოლუციით ხელისუფლებაში პროდასავლელი ლიდერის მოსვლა რუსეთისთვის მკვეთრად უარყოფითი მოვლენა იყო. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს რუსეთის შეზღუდულმა ჩარევამ შეარყია სომხეთის ნდობა რუსული უსაფრთხოების გარანტიების მიმართ. სომხეთის გადაწყვეტილება, შეეჩერებინა მონაწილეობა რუსეთის მიერ მართული „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“, ადასტურებს, რომ რუსეთი უსაფრთხოებაში არასანდო პარტნიორია. სომხეთის მიერ აზერბაიჯანთან ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებაც მიუთითებს უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების გადახედვაზე. ბოლო წლებში სომხეთში საზოგადოების პოზიცია რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითია.
ეკონომიკური განზომილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სომხეთმა „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ დაბალანსება ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებით გადაწყვიტა. სომხეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირის წევრობის პროცესის დასაწყებად კანონი კიდევ უფრო უსვამს ხაზს ქვეყნის გადაწყვეტილებას, ტრადიციული რუსული დომინირების მიღმა ეკონომიკური პარტნიორობა ევროკავშირთან გააფართოოს.
კვლევა ასკვნის, რომ სომხეთმა წარმატებული ნაბიჯები გადადგა მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი:
ა) მთავარი ბერკეტის გამოყენების exhausted–ეფექტი – რუსეთმა ჯერ მთიანი ყარაბაღის საკითხით მანიპულირება სცადა, მაგრამ საბოლოოდ დაკარგა გავლენა;
ბ) დიდი სახელმწიფოს ყურადღების გადატანა სხვა რეგიონზე – სახელმწიფო ვალდებულებების შემცირება პატარა სახელმწიფოზე;
გ) რეგიონში სხვა აქტორების დაინტერესება – სომხეთმა გააღრმავა ურთიერთობები ევროკავშირთან, ჩინეთსა და ინდოეთთან;
დ) შიდასახელმწიფოებრივი ფაქტორები – პრორუსული ძალების არაპოპულარობა ადგილობრივ დონეზე, გავლენის შემცირება.
ნაშრომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და საქართველოსთვის, რადგან აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს, გაზარდოს საგარეო პოლიტიკის ავტონომია, დიდი ძალის საფრთხის მიუხედავად.
საკვანძო სიტყვები: სომხეთის რევოლუცია (2018) Armenian Revolution (2018), რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები – Russia–Armenia Relations, საგარეო პოლიტიკის ავტონომია – Foreign Policy Autonomy, მულტივექტორული პოლიტიკა – Multi-vector Policy, სამხრეთ კავკასია – South Caucasus.