სოციალური მეცნიერებების დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0000-0002-3556-0927
khatuna.khatuna@gmail.com

ამერიკული „ატომური ინდივიდუალიზმის“ თანამედროვე ქართული რელაცია?

მოხსენების მიზანია კლასიკური ამერიკული ე.წ. ატომური ინდივიდუალიზმის უნიკალურობის გააზრება იდენტობის კვლევების კონტექსტში, რაც განსხვავდება ზოგადი დასავლური ინდივიდუალიზმისგან. მნიშვნელოვანი მიმართულებაა აღნიშნული ფენომენის ანალოგების შედარებითი ანალიზი საქართველოს არსებულ რეალობაში.

ზოგადად, განხილული იქნება, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ასეთი მახასიათებელი „ავთენტურად“ ქართული ეთნოფსიქოლოგიისთვის, თუ ამგვარი მენტალური ტრანსფორმაცია ძირითადად საბჭოთა სისტემის კოლაფსის შემდეგ განვითარდა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმახვილებს 2003-2004 წლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცვლილებებზე, ნეოლიბერალურ განვითარებაზე და ძირეულ რეფორმებზე, სადაც აშშ ითვლება ძირითადი როლური მოდელისა და „დონორის“ ქვეყნად.

მოხსენება წარმოდგენილია კომპარატიულ დისკურსში: განხილული იქნება კონკრეტული მაგალითები ტრადიციული ამერიკული და დღევანდელი ქართული გარემოსა და ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან (სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული).

 

საკვანძო სიტყვები: საქართველო; აშშ; ამერიკული „ატომური ინდივიდუალიზმი“; ინდივიდუალიზმი; თანამედროვე ქართული რელაცია.