ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სრული პროფესორი

კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა

ისტორიის დოქტორი

თბილისი/საქართველო

bezhan.javakhia@iliauni.edu.ge


წმინდა მეფის ფენომენი და ხელისუფლების ლეგიტიმაცია შუა საუკუნეებში

აბსტრაქტი

შუა საუკუნეებში ერთიანობის აღქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წმინდანთა კულტს. ის აერთიანებდა იმ არეალს სადაც წმინდანი მოღვაწეობდა ხოლო შემდეგში იმ ტაძრის მრევლს, სადაც დაიკრძალა წმინდანი. წმინდანის კულტი თანდათან უფრო მასშტაბური ხდებოდა და ეროვნული გამაერთიანებლის სახეს იღებდა შუა საუკუნეების სამეფო ხელისუფლება იყო ძლიერი ინსტიტუცია. თუ მეფე მოღვაწეობდა კანონების შესაბამისად, მას უნდა ჰქონოდა სამი კვალიფიკაცია ეს იყო ღირსეული მებრძოლი, მოსამართლე და მონაზონი; ის ვალდებული იყო დაეცვა თავისი ხალხი და შეენარჩუნებინა მშვიდობა და ასევე მისი მებრძოლები უნდა უზრუნველეყო შესაბამისი ვარჯიშებითა და მოქმედებებით და თვითონაც უნდა ჰქონოდა რაინდისთვის დამახასიათებელი საბრძოლო უნარები. ის არის ეკლესიის დამცველი და ეკლესიაც მოითხოვს მისგან იყოს პერსონალურად დაინტერესებული ამ საქმეში. ჩვენს მიზანს წარმოადგენს შუა საუკუნეების ბიზანტიური, დასავლეთ ევროპული და ქართული წყაროების საფუძველზე წარმოვადგინოთ წმინდა მეფის კულტი, როგორც ნაციონალური იდენტობა. საინტერესოა თუ, როგორ წარმოიშვა ეს კულტი, როგორ ხდებოდა მისი განვითარება წარმართული ეპოქიდან ქრისტიანულ სამყაროში. დასავლურ ისტორიოგრაფიაში სწორედაც მნიშვნელოვნად არის შესწავლილი ეს პრობლემა. როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში, ასევე დასავლურ ისტორიოგრაფიაში. წამებული მონარქების ფართოდ არის წარმოდგენილი შუა საუკუნეების ინგლისი, გერმანიის საფრანგეთის, სკანდინავიის ქვეყნების აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიაში და ბიზანტიურ წყაროებში. ასეთები არიან: კონსტანტინე დიდი, თეოდოსი, იუსტინიანე, კარლოს დიდი, ოსვალდი, ეთელბერტი, ედმუნდი, კნუდი მაგნუსი, ოლფი, ერიკი, ბორისი, გლები, ვაცლავი... ქართლის ცხოვრების ტექსტები და სხვა მასალები ჩვენ გვაძლევენ საშუალებას შევისწავლოთ ეს საკითხი და წარმოვადგინოთ ქართველ წმინდა მეფეთა სახეები, როგორც დინასტიის წამებული მონარქები, რომელთა სახე მნიშვნელოვანია დინასტიური ლეგიტიმაციისათვის. ასეთი გამორჩეული წყარო არის ადრეშუასაუკუნეების მეფეების ვახტანგის და არჩილის ცხოვრება. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს წმინდა მეფე არჩილის ცხოვრება. მეფე არჩილმაც თავი დასდო თავისი ხალხისათვის და ქრისტიანული რწმენისათვის. სამშობლოსათვის თავდადების სანიმუშო მაგალითია მისი სიტყვები მოცემული წყაროდან: “უმჯობეს არს სიკვდილი, ვიდრე კვალად განრყუნად ეკლესიათა ქრისტესათა და ოხრებად ქვეყნისა ამისა“ - ამბობს არჩილ მეფე. ასევე შთამბეჭდავია თვით ტექსტის ავტორის სიტყვები: “რამეთუ აღირჩია მმსგავსად ქრისტესსა სულისა თვისისა დადებად სახსრად ქრისტიანეთათვის, მსგავსად ქრისტესსა, ვიტარცა ვთქუ, სულისა თვისისა დადებად სახსრად ქრისტიანეთათვის მსგავსად ქრიტესსა, და ეგრეცა იქმნა, რამეთუ, ვითარცა სისხლმან ქრიტეისმან, რომელიც ჩვენთვის დაითხია გვიხსნა ყოველნი ხელთაგან ეშმაკისათა, ეგრეცა სისხლმან ამისამან, მობაძვად მხსნელისა ჩვენთვის დათხეულმან, იხსნა მას ჟამსა ხელთაგან უსჯულოისა მის მძლავრისათა, და ვიდრე აქამომდე იხსნის ეკლესიათა ჩვენთა“. ჩვენი ეს შედარებითი კვლევებიდან გვიჩვენებს, რომ დასავლეთ ევროპის წმინდა მეფეების მოდელების ბევრი მნიშვნელოვანი მოტივი მეორდება ქართველი მეფეების შემთხვევაშიც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის გარემოება რომ ქართველი მეფეების სახეები საკუთარ თავში აერთიანებენ რამდენიმე მოდელს, ირანულს, ბიზანტიურს და ევროპულს.


საკვანძო სიტყვები: წმინდა მეფე , ლეგიტიმაცია, შუა საუკუნეები, დასავლეთ ევროპა, ბიზანტია, იდენტობა, არჩილ მეფე, ვახტანგ გორგასალი, მირიანი.