თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორ-ემერიტუსი

 

ფილოლოგიის დოქროტანტი

თბილისი/საქართველო

tsiuriakhvlediani@yahoo.com

mariam.burchak-abramovichi@tsu.ge

 

აბსტრაქტი

ტერმინი ევრო, შემოიღო ევროპულმა პარლამენტმა ბერძნული ასო ეპსილონის სიმბოლოს სახით, დაუმატა რა ორი პარალელური ხაზი, რაც მიუთითებდა ახალი ვალუტის სტაბილურობას. ტერმინის წარმოქმნამ შეავსო ფრანგული ენა ნეოლოგიზმით, რომელიც «დამკვიდრდა» და გახდა ახალ სიტყვათა და სიტყვაშეერთებათა საფუძველი. გამოჩნდნენ, ერთის მხრივ, მომხრეები, ქომაგები ევროს შემოტანისა, მეორეს მხრივ კი - მოწინააღმდეგეები ახალ ვალუტაზე გადასვლისა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ახალ ვალუტაზე გადასვლას, რადგან მიაჩნდათ არამიზანშეწონილად და საეჭვოდ.

ლინგვისტური თვალსაზრისით, საინტერესოა ტერმინ euro - ს გამოყენება ენობრივი თამაშის წყარო სიტყვად, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ენის გამორჩეულად ფლობას, არამედ მისით გონებამახვილ “ოპერირებასაც”.

ენობრივი თამაში - შემოქმედებაა: იგი ეყრდნობა ენობრივ ნორმათა დარღვევას ამა თუ იმ ხარისხით, თუმც იმავდროულად ვარაუდობს ამავე ნორმების ფლობას. ენობრივი თამაშის მიზნებისას, ენობრივ ერთეულთა გამოყენებით კი არ ხდება ნორმათა დესტრუქციული, უაზრო დარღვევები, არ ბრკოლდება ენობრივი კომუნიკაციები, არამედ პირიქით, ფართოვდება კომუნიკაციური ზემოქმედებების შესაძლებობანი, ფორმათა მრავალფეროვნების გამოყენებისა და ასოციაციურ სემანტიკურ კავშირთა გზათა ზემოქმედებით.  

1. მარტივი ფორმით, ენობრივი თამაშის გამოჩენა აღმოჩნდა სიტყვა ევროს (ადრე ევროპა) გრაფიკული წარმოდგენა, რომელშიც პირველი ასოს ადგილას გამოიყენება ფულის ნიშნად €, რომელიც ყველაზე მეტად ვგვხდება გაზეთების სათაურებში და გამიზნულია  მკითხველის «მიმზიდველად».

2. ფონეტიკურ დონეზე შესაძლებელია გამოყენება სიტყვებისა, რომლებიც ნაწილობრივ ემთხვევიან ბგერითი შემადგენლობით სიტყვა  euro - ს.

3. ტელეგადაცემებში შეიძლება გავიგონოთ კალამბურები სიტყვით euro, რომლებიც შექმნილია მყარ სიტყვაშეერთებათა, ფრთოსან, მოსწრებულ გამონათქვამთა და ანდაზათა საფუძველზე, ერთ-ერთი სიტყვის ჩანაცვლებით სიტყვა   euro - თი.

საკვანძო სიტყვები: ევრო, ნეოლოგიზმი, ენობრივი თამაში.