პროფესორი, კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმი, საქართველო
ngu.lzakaradze@gmail.com
პროფესორი, კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმი, საქართველო
ngu.lzakaradze@gmail.com
კავკასიური ფილოსოფია, როგორც ინტერკულტურული ფილოსოფიის ახალი პარადიგმა
მოხსენებაში განხილული იქნება კავკასიური ფილოსოფია, როგორც ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის ახალი ცნება/კატეგორია, მისი წარმოშობის საწყისები და ისტორია. ეს ცნება არსებითად ეფუძნება კავკასიელ ხალხთა, უწინარეს ყოვლისა, ქართულ-სომხურ ფილოსოფიურ აზროვნებას შუა საუკუნეებში, ახალ დროსა და XX საუკუნეში, რომელიც მეტწილად გვიანანტიკური და ბიზანტიური ფილოსოფიური მოძღვრებების საფუძველზე ჩამოყალიბდა. სხვადასხვა სააზროვნო მოდელების (პლატონური, არისტოტელური, ნეოპლატონური, სქოლასტიკური, ჰუმანისტური და სხვ.) თანაარსებობა, რეაქტუალიზება და დიალოგი, ერთი მხრივ, ადგილობრივ ფილოსოფიური აზროვნების ტრადიციების ფორმირებას უწყობდა ხელს და ამავრდროულად ინტელექტუალური ურთიერთგავლენების შედეგად ქმნიდა ფილოსოფიურ ენას, რომელიც ნოვატორული ინტერპრეტაციების შესაძლებლობას ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ „კავკასიური ფილოსოფია“, როგორც ფილოსოფიის ისტორიის ერთ-ერთი მიმართულება, XXI საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში პროფ. თ. ირემაძის კვლევებში იქნა გამოკვეთილი და ხაზგასმული, ის ინტერკულტურული ფილოსოფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარადიგმადაც გვესახება, რადგან მისი მეშვეობით დღის შუქზე გამოდის ერთ-ერთი თვითმყოფადი სააზროვნო ტრადიცია, რომლის საწყისების წარმოჩენა პირდაპირაა დაკავშირებული ინტერკულტურული აზროვნების საფუძველმდებარე პრობლემებთან. კავკასიური ფილოსოფიის კონცეპტუალიზაციის მიზანია, რომ წარმოაჩინოს ამ რეგიონში არსებული სააზროვნო მრავალფეროვნების შინაგანი ერთიანობა, საკუთრივი თავისებურებებისა და სპეციფიკის დიალექტიკური ურთიერთკავშირით. მოხსენებაში სწორედ ამ კუთხით იქნება წარმოდგენილი კავკასიური ფილოსოფიის მთავარი საკითხები, პრობლემები და პერსპექტივები. ასევე საგანგებო ყურადღება მიექცევა დიდი კავკასიელი მოაზროვნეების რეცეფციას ევროპულ აზროვნებაში, კერძოდ, იმ გამოკვლევებსა და ნაშრომებს, რომლებიც კავკასიური ფილოსოფიის რეცეფციისა და ტრანსფორმაციის ისტორიასა და პრობლემებს ეხება.
საკვანძო სიტყვები: კავკასიური ფილოსოფია, ინტერკულტურული ფილოსოფია, ფილოსოფიის ისტორიის ახალი კატეგორია, საერთო კავკასიური ცნობიერება, კულტურის და აზროვნების ღიაობა, ქართულ-სომხური ფილოსოფიური ურთიერთობები.