ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია

ასოცირებული პროფესორი

დოქტორი 

თბილისი/საქართველო 

nino_rodonaia@iliauni.edu.ge


 

აბსტრაქტი

ილია ჭავჭავაძე თავის წერილების სერიაში “ცხოვრება და კანონი” რამდენიმეჯერ ახსენებს სიტყვათშეთანხმებას: “ხალხთა კეთილდღეობა”. ამ ტერმინს ტექსტში უკავშირდება ასევე კაცთა “ბედნიერება” და “კმაყოფილება”. ილია ჭავჭავაძე “ხალხთა კეთილდღეობისთვის” აუცილებელ პირობად “ურთიერთშორის უფლებასა და მოვალეობას” მიიჩნევს. ცნებები: კეთილდღეობა, ბედნიერება, უფლება, მოვალეობა, კანონი ურთიერთდაკავშირებული ტერმინებია და ყველა ერთად ქმნიან საყრდენს, რომელსაც თავისუფალი პიროვნებებების ურთიერთაღიარებული არსებობა შეიძლება დაეყრდნოს. ილია ჭავჭავაძის ნააზრევში კარგად იკითხება ფერდინანდ ლასალის (1825-1864) ნაშრომების ცოდნა და მასთან მკაფიო დიალოგი.


Keywords

ილია ჭავჭავაძე, ფერდინანდ ლასალი, კეთილდღეობა, ბედნიერება, მოვალეობა, უფლება, კანონი