ქეთევან რამიშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
გლიპტიკის ფონდის კურატორი
ს.ჯანაშიას ეროვნული მუზეუმი
ORCID: 0009-0005-5510-1153
ketramishvili@yahoo.com

 

ელენა გიუნაშვილი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მკვლევარი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0000-0003-1271-8354
elene.giunashvili@iliauni.edu.ge

ტახის გამოსახულებები ძველ ქართულ ხელოვნების ძეგლებზე

ქართულ არქეოლოგიურ მასალებში ხშირია ცხოველთა (ირმის, ჯიხვის, ცხენის,ხარის, ვერძის, ძაღლის, ტახის/ღორის, ფრინველისა და სხვ.) გამოსახულებები. ამ ცხოველებთან შედარებით ტახის გამოსახულებები შედარებით მცირეა, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, რის გამოც გადავწყვიტეთ გვესაუბრა ტახის გამოსახულებებზე და მათთან დაკავშირებულ ამ ცხოველის კულტზე სხვადასხვა ეპოქის საქართველოში. არქეოლოგიური და ეთნოლოგიური მასალის მიმოხილვის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მისი განვითარების ყველა ეტაპზე არსებობდა ტახის კულტი, რაც მეტად აქტუალური ხდება გვიან ბრინჯაოს ხანაში. ტახის კულტი საქართველოში უფრო აქტიურდება ანტიკური ხანიდან, იმ დროიდან, როცა საქართველოსა და აქემენიდურ ირანს შორის ურთიერთობა ინტენსიური ხდება. ასევე აქტუალური ჩანს ამ ცხოველის კულტი ახალი წელთაღრიცხვების საწყის საუკუნეებში, მაშინ, როდესაც საქართველოში მძლავრად იკიდებს ფეხს ზოროასტრიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობა - მითრაიზმი. როგორც არქეოლოგიური მასალიდან იკვეთება, გვიან ბრინჯაოს ხანის შემდეგ აქემენიდურ სამყაროსთან იბერიისა და კოლხეთის მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკურსა და კულტურულ-რელიგიურ ურთიერთობებს განსაკუთრებით უნდა შეეწყო ხელი ტახის კულტის გაძლიერებისათვის. ქრისტიანულ ხანაში ღორის/ტახის გამოსახულებები ფაქტობრივად, ქრება, თუ არ ჩავთვლით ჭერემის თასს, სადაც სასანური ტახი და მოხსენებაში ქრისტიანული ჯვარი თანაარსებობენ.

საკვანძო სიტყვები: ტახი, ქრისტიანობამდელი და ადრე ქრისტიანული ქართული კულტურა, მითრას კულტი.