ფილოლოგიის დოქტორი
მოწვეული ლექტორი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0000-0001-9182-2066
nino.popiashvili@yahoo.de

პროზელიტიზმის ფუნქციისათვის ჰაგიოგრაფიულ პარადიგმაში

ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების ერთი ნაწილის პერსონაჟები პროზელიტები არიან. მათ შორის ნაწილი ეთნიკურად ქართველია (კოლაელი ყრმები), ნაწილი კი — უცხოელი. მაგალითად, რაჟდენი, პირველი მოწამე, სპარსელია; ევსტათი მცხეთელი — სპარსელი; აბო თბილელი — არაბი.

პროზელიტთა შესახებ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების შექმნისას ავტორთა მოტივაცია ორმხრივია: ერთი მხრივ, მოწამეთა ცხოვრების აღწერა მნიშვნელოვანია ქრისტიანული თვალსაზრისით, რაც ზოგჯერ ეროვნულ ფაქტორთანაც არის დაკავშირებული; მეორე მხრივ, უცხოელი პროზელიტთა სარწმუნოებრივი ღვაწლის აღწერა მნიშვნელოვანი ხდება ეროვნულ-ნაციონალური თვალსაზრისით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართული ჰაგიოგრაფიის უცხოელი პროზელიტები, რომლებიც მოწამეები არიან, ხშირად ეკუთვნიან იმ ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც აწამებს გმირს. პროზელიტიზმის ეს ფორმა — უცხოელის, სხვა ეთნოსის პროზელიტიზმი და მოწამეობრივი აღსასრული — ქრისტიანულ სარწმუნოებაში ძალზე იშვიათია და ის ქართული პოლიტიკური გარემოს დამსახურებაა.

 

საკვანძო სიტყვები: პროზელიტიზმი, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა, გვიანანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ლიტერატურა, ქართული ლიტერატურა.