ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ასოცირებული პროფესორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
საქართველოს უნივერსიტეტი, თ. ბერაძის სახ. ქართველოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0008-9099-2387
nan.mrevlishvili@ug.edu.ge
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ასოცირებული პროფესორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
საქართველოს უნივერსიტეტი, თ. ბერაძის სახ. ქართველოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0008-9099-2387
nan.mrevlishvili@ug.edu.ge
ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი: ძირითადი რელიგიური მოტივები
მოხსენება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა [FR-24-7685, „ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული ძეგლების კორპუსი, I“]. იგი ეხება V საუკუნის საეკლესიო მოღვაწის, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრებას. ბერძნულ მწერლობაში შემონახულია ორი რედაქცია: უძველესი, პრემეტაფრასული (ავტორი უცნობია) და მეტაფრასული, რომლის რედაქტორი სვიმეონ მეტაფრასია. ქართულ მწერლობაში თხზულება სამი რედაქციით არის შემოსული:
პრემეტაფრასული – ხუთი ხელნაწერი, მთარგმნელი უცნობია;
გელათური – ერთი ხელნაწერი, დაცულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მთარგმნელი უცნობია;
ათონური – თეოფილე ხუცეს-მონაზონი, ავტოგრაფი დაცულია ათონის მთაზე. ფოტოპირები ინახება კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
მოხსენება მიმოიხილავს ძირითადი რელიგიური მოტივები, რომლებიც გამოიკვეთა თხზულებაში:
ცდუნება და მაცდუნებელი
ცოდვით დაცემა – ცოდვა და მცოდველი
სინდისი და სინანული
ასკეტიზმი – სულიერი მოსაგრეობა: ლოცვა, მარხვა, სიმდაბლე
ცილისწამება – განსაცდელი და მორჩილება
სასწაულები – ღვთის მიერ წმინდანად გამორჩევის მტკიცებულება
წმინდანის გარდაცვალება – სულიერი მოსაზრების დამაგვირგვინებელი აქტი
საკვანძო სიტყვები: ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი; პრემეტაფრასული და მეტაფრასული რედაქციები; ნათარგმნი ჰაგიოგრაფია; რელიგიური მოტივები ჰაგიოგრაფიაში; ასკეტიზმი