პროფესორი
სენ-ენდრიუსის უნივერსიტეტი
სენ-ენდრიუსი, შოტლანდია
rick.fawn@st-andrews.ac.uk
პროფესორი
სენ-ენდრიუსის უნივერსიტეტი
სენ-ენდრიუსი, შოტლანდია
rick.fawn@st-andrews.ac.uk
კონფლიქტისა და პოსტკონფლიქტური პერიოდის კავშირები და გაუცხოებები სამხრეთ კავკასიაში
სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელსაც ხშირად „აზიისა და (დანარჩენი) ევროპის დამაკავშირებელ მარშრუტად“ მოიხსენიებენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაცილებით დრამატული გეოპოლიტიკური ცვლილებების მოწმე გახდა, ვიდრე მას შემდეგ, რაც სამივე ქვეყანამ 1991 წელს დამოუკიდებლობა დაიბრუნა. ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბაქო მთელ ყოფილ ყარაბაღის რეგიონსა და მის შემოგარენში მდებარე შვიდ რაიონს დაიბრუნებდა, აზერბაიჯანი აქტიურად შეუდგა გარდამტეხი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. სომხეთმა ამას შემოქმედებითად უპასუხა საკუთარი ინიციატივით – „მშვიდობის გზაჯვარედინი“. 2025 წლის აგვისტოში თეთრ სახლში ხელმოწერილი სამმხრივი წინასწარი სამშვიდობო შეთანხმება კი ზანგეზურის საკვანძო გეოსტრატეგიული სივრცისთვის სამმაგ გარდამტეხ ეფექტს მოასწავებს: ახალი და მეტად საჭირო საფუძველი სომხეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობისათვის, ამერიკული აქტიური ჩართულობის პერსპექტივა და რუსული და ირანული გავლენების შემდგომი უკუგდება. აღნიშნული გარდაქმნები უდიდესი მასშტაბისაა ევროპულ-ევრაზიული კონტექსტისათვის, ხოლო შესაძლოა გლობალურ დონეზეც. ნეგატიური ასპექტია ის, რომ საქართველოს წინა ორმაგი ფუნქცია, როგორც აზერბაიჯანული/კასპიის ნახშირწყალბადების სატრანზიტო სახელმწიფოსი და როგორც ერევანსა და ბაქოს შორის შუამავლის როლის მქონის, სერიოზული რისკის ქვეშ დგება. ამგვარად, სამხრეთ კავკასიამ შეიძლება ირონიულად ერთდროულად განიცადოს როგორც კავშირების გაძლიერება, ისე გაწყვეტის პროცესების ინტენსიფიკაცია. მოხსენება, რომელიც ნაწილობრივ ემყარება ადგილზე განხორციელებულ რამდენიმე სამუშაო ვიზიტსა და მხარეებთან გრძელვადიან თანამშრომლობას, შეისწავლის აღნიშნულ ცვლილებებსა და მათ მნიშვნელობას.