თსუ
სტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
თბილისი/საქართველო
ivane.tsereteli@tsu.ge

 

აბსტრაქტი

ტრანზიციის პერიოდში კოლექტიური მეხსიერების ტრანსფორმაცია ქვეყნის განვითარების სიღრმისეული გაანალიზების შესანიშნავი შესაძლებლობაა. ხელისუფლებაში მოსული ახალი ლიდერები წინამორბედების იმიჯს ხშირად ცვლიან საკუთარი ლეგიტიმაციისა და ძალაუფლების განმტკიცების მიზნით.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზვიად გამსახურდია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მიუხედავად მოკლე მმართველობისა, იგი გახდა თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელი სიმბოლო. მომდევნო ლიდერები — ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი — მის იმიჯს აქტიურად იყენებდნენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

შევარდნაძე, რომელიც სამოქალაქო ომისა და გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა ხელისუფლებაში, ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის საჭიროებდა გამსახურდიას იმიჯის დაკნინებას. მისი მომხრეების იზოლაციასა და უარყოფითი აღქმის ჩამოყალიბებას მიმართავდა, რათა საკუთარი რეჟიმი სტაბილურად წარმოეჩინა.

საპირისპიროდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა გამსახურდიას იმიჯი პოზიტიურად გამოიყენა. მისი გადაწყვეტილებით პირველი პრეზიდენტი დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში, რამაც საბოლოოდ დაამკვიდრა მისი გმირის სტატუსი და გააფართოვა სააკაშვილის მხარდამჭერების წრე.

ორივე პოლიტიკოსი იყენებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, საჯარო განცხადებებსა და მემუარებს კოლექტიური მეხსიერების ფორმირებისთვის. დროის გასვლასთან ერთად კი გამსახურდიას იმიჯი სტაბილიზდა როგორც ეროვნული გმირისა და მისი ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკაში მინიმუმამდე შემცირდა.

ნაშრომის თეორიული საფუძველია მორის ჰალბვაქსის კოლექტიური მეხსიერების თეორია, იან და ალეიდა ასმანების წარსულის აღქმის კონცეფცია, თომას კარლაილის გმირის თეორია და მაქს ვებერის პოლიტიკური ლეგიტიმაციის იდეები.

კვლევაში გამოყენებულია ისტორიული მეთოდი, კონტენტ-ანალიზი და დისკურსის ანალიზი.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, კოლექტიური მეხსიერება, პრეზიდენტი, პოლიტიკური დისკურსი