დოქტორანტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0002-6170-7328
alexander.tsagareli300@sps.tsu.edu.ge
დოქტორანტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0002-6170-7328
alexander.tsagareli300@sps.tsu.edu.ge
ქართული საზოგადოების სოციალური სტრატიფიკაცია გარდამავალ პერიოდში
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, მიიღო ახალი ნორმები და მოიხარა ევროპული ორიენტაციისკენ. მიუხედავად ამისა, ქვეყნის სოციალური სტრატიფიკაციის საკითხი მცირე კვლევის საგანი გახდა. პროექტის მიზანია, გამოიკვეთოს და აღწეროს საქართველოს სოციალური გარემოები, გამოყენებული იქნება EVS, ISSP და Eurobarometer-ის 1992 წლიდან დღემდე არსებული გამოკითხვის მონაცემები.
სოციალური გარემოები წარმოდგენილია, როგორც ღირებულებებზე დაფუძნებული სოციალური ჯგუფები, რომლებიც ფორმირდება ცხოვრების წესით, კლასით, იდენტობითა და დამოკიდებულებებით. კვლევა გააანალიზებს ისეთ ცვლადებს, როგორებიცაა: პოლიტიკური ორიენტაცია, განათლება, შემოსავალი, ღირებულებითი სკალები, ცხოვრების კმაყოფილება და იდენტობის მარკერები, რისი შედარებაც მოხდება ევროპულ მონაცემებთან. მეთოდოლოგია მოიცავს სოციალური გარემოების კლასსა და ღირებულებებზე ორი ღერძის მიხედვით კლასტერიზაციასა და რუკირებას. კვლევა მიზნად ისახავს როგორც აკადემიურ ცოდნას, ისე პოლიტიკის დაგეგმვას შეუწყოს ხელი საქართველოს სოციალური სტრუქტურის ღრმა გაგებით.
საკვანძო სიტყვები: სოციალური სტრატიფიკაცია, კლასის ანალიზი, გარდამავალი პერიოდი, სოციალური გარემო.