დოქტორანტი, კომერციული ფინანსური სპეციალისტი
საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0004-0180-0824
giorgiturazashvili@gmail.com 

"ეკონომიკური ტრანსფორმაცია კავკასიაში – საქართველოს როლი რეგიონალურ და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე"

კავკასიის რეგიონი ისტორიულად წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო და სტრატეგიულ გზაჯვარედინს, თუმცა მრავალი საუკუნის განმავლობაში პოლიტიკური არასტაბილურობა და ეკონომიკური ბლოკადა ხელს უშლიდა მისი სრული ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებას. საბჭოთა ეპოქის მემკვიდრეობამ და შემდგომმა პოლიტიკურმა რღვევებმა 1990-იანი წლებიდან დღემდე ძლიერი გავლენა იქონია რეგიონის ეკონომიკურ სტრუქტურებზე. ამასთან საქართველოს შემთხვევაში საბჭოთა სისტემიდან დამოუკიდებელ ბაზარზე გადასვლამ მრავალი სირთულე და რეფორმების საჭიროება წარმოშვა. რომელიც დღემდე აქტუალირი და მნიშვნელოვანია.

დღევანდელ ეტაპზე საქართველო მიუხედავად უამრავი გამოწვევისა თუ პრობლემისა, აღიქმება, როგორც ეკონომიკურად ლიბერალური, საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა, რომელიც ცდილობს შექმნას ფინანსური ჰაბი შავი ზღვის აუზში. ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ფისკალური პოლიტიკა და სტაბილური საბანკო სექტორი განაპირობებს მის მზარდ და მნიშვნელოვან როლს როგორც რეგიონულ ბაზრებზე, ისე საერთაშორისო ფინანსურ სისტემასა და ქსელებეში.

მოცემულ ნაშრომში დეტალურადაა გაანალიზებული საქართველოს როლი კავკასიის ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში წარსულიდან დღემდე. განხილულია ის ძირითადი ფაქტორები, რომელთა მეშვეობითაც საქართველომ შეძლო გამოსვლა კრიზისიდან და დაიწყო ინტეგრაცია რეგიონულ და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2000-იანი წლების სტრუქტურულ რეფორმებს, მათ შორის ფინანსური სექტორის გაძლიერებას, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, საბანკო სისტემის მოდერნიზაციასა და საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას.

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს მონაწილეობას რეგიონალურ ეკონომიკურ პლატფორმებში და მის მცდელობებს, გააღრმავოს კავშირები ევროკავშირთან, აზიის განვითარებად და განვითარებულ ეკონომიკებთან და გლობალურ საინვესტიციო ბაზრებთან.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, ნაშრომი ასახავს საქართველოს წინაშე არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. მასში განხილულია ის საკითხები, რომლებიც აუცილებელია საქართველოში ფინანასური ბაზრების განვითარებისათვის. ქვეყანა საჭიროებს ეკონომიკური დივერსიფიკაციის გაღრმავებას, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, მის ინტეგრაციას და შრომითი რესურსების პროდუქტიულობის ზრდას და გამოყენებას, რათა  შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა და დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი და გახდეს წამყვანი რგოლი, როგორც რეგიონალურ ისე გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში. სტატიაში მოცემულია გეოპოლიტიკური რისკების, ასევე ენერგეტიკულ და სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების მნიშვნელობა, რაც დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ განვითარებაზე.

შესაძლებელია დავასკვნათ, რომ  საქართველოს წარსული გამოცდილება,  მიღწევები და მომავლის სტრატეგიული დაგეგმვა განსაზღვრავს მის რეალურ შესაძლებლობებს, რათა გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ცენტრი კავკასიაში და მისი გავლენა გაძლიერდეს როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე.

 

საკვანძო სიტყვები:  ეკონომიკური ტრანსფორმაცია, სამრეწველო და ფინანსური სექტორი, სტრუქტურული რეფორმები, რეგიონული და გლობალური ბაზრები, გეოპოლიტიკური რისკები.