მოწვეული ლექტორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0007-0191-6108
beka.katsitadze.1@iliauni.edu.ge
მოწვეული ლექტორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0007-0191-6108
beka.katsitadze.1@iliauni.edu.ge
ხელოვნური ინტელექტის დანერგვის დადებითი და უარყოფითი გამოვლინებები დემოკრატიული მმართველობისთვის
ბოლო პერიოდში (2019–2024 წლები) მზარდია კვლევები ხელოვნური ინტელექტისა (AI) და დემოკრატიული მმართველობის ურთიერთქმედების შესახებ. ნაშრომები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დეზინფორმაციაზე, სოციალურ და პოლიტიკურ ბოტებზე, პოლიტიკურ სამიზნეებზე, ე.წ. “დიფ ფეიქებზე”, საარჩევნო პროცესების მართვაზე, დემოკრატიის მხარდაჭერასა და პოლიტიკურ საფრთხეებზე. კვლევები მიუთითებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ადრეული სისტემები XX საუკუნის შუა წლებში გაჩნდა და დღევანდელთან შედარებით ვიწრო ამოცანების გადაჭრას ემსახურებოდა. თანამედროვე AI ძირითადად ღრმა დასწავლის მოდელებზეა დაფუძნებული, რაც საშუალებას აძლევს შექმნას განზოგადებული მოდელები სხვადასხვა სფეროში (მედიცინა, მეცნიერება, მასმედია, პოლიტიკა). აღსანიშნავია, რომ XXI საუკუნის 20-იანი წლების პირველ ნახევარში მრავალი სახელმწიფო შეიმუშავებს საკანონმდებლო რეგულაციებს AI-ის გამოყენების კონტროლისთვის (მაგ., EU AI Act, აშშ-ის აღმასრულებელი ბრძანება, ბრაზილიის საარჩევნო რეგულაციები). ამავდროულად, AI-ის გამოყენებას პოლიტიკურ პროცესებში თან ახლავს საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, პოლიტიკური ბოტები და ე.წ. “დიფ ფეიქები”. თუმცა AI ასევე გაძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს: ზრდის ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, ჩართულობას, ღიაობას, ქალთა პოლიტიკური ლიდერობის გაუმჯობესებასა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო პროგრამების შესახებ.
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი, პოლიტიკა, დემოკრატია, მმართველობა, არჩევნები.