აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუჰამედ ფუზულის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

დოქტორი

ბაქო/აზერბაიჯანი

k1o1n1u1l@gmail.com


Abstract

ადრეული შუა საუკუნეების (IV-XII სს.) ისტორიის შესახებ არსებულ წყაროებში ვხვდებით მრავალფეროვან ცნობებს ნახჭევანის შესახებ და ეს წყაროები საკმაოდ საფუძვლიანად არის შესწავლილი. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ აბუ მუჰამედ აჰმად იბნ ასამ ალ-კუფის „დაპყრობათა წიგნი“ („ქითაბ ალ-ფუთუჰ“), ალ-ბალაზურის „ქვეყნების დაპყრობანი“ („ფუთუჰ ალ-ბულდანი“), ალ-იაკუბის „ისტორია“, ალ-კალკაშანდის „სუბჰ ალ-ა‘შა ფი სინათ ალ-ინშა“, ფაზლულაჰ რაშიდ ალ-დინის „ჯამი ათ-თავარიხი“, მუსა კალანკატუკლუს „ალვანთა ისტორია“, მხითარ გოშის „ალბანური ქრონიკა“, ალ-ისტახრის „ქვეყნების გზების წიგნი“ („ქითაბ ალ-მასალიქ ვა ალ-მამალიქ“), სადრ ად-დინ ალ-ჰუსეინის „ცნობები სელჩუკთა სახელმწიფოს შესახებ“ და მრავალი სხვა არაბულ და სპარსულ ენებზე შექმნილი წყარო.

შუა საუკუნეების ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ მიიჩნევა არაბულ ენაზე დაწერილი ნაშრომის „მირათ უზ-ზამან ფი თავარიხ ალ-ა‘იან“ („დროის სარკე დიდებულთა ისტორიაში“) ხელნაწერი.

ნაშრომის სახელწოდების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ზოგიერთ გამოცემაში ავტორებმა გამოიყენეს სათაური „მირათ უზ-ზამან ფი თარიხ ალ-ა‘იან“ და წიგნის სათაურში სიტყვა „თავარიხ“ („ისტორიები“) გადმოსცეს როგორც „თარიხ“ („ისტორია“). არაბულ ენაში სიტყვა „თარიხ“ (ისტორია) მრავლობით რიცხვში არის „თავარიხ“ (ისტორიები).

 


Keywords

Azerbaijan history; Arabic chronicles; Manuscripts; Sibt ibn al-Jawzi; Seljuk period; Source studies