დოქტორი
პროფესორი
ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ლ’ორიენტალე“
shurgaia@unior.it

ბალაჰვარისა და იოდასაფის ლეგენდის არაბული, ქართული და ბერძნული ვერსიების ურთიერთმიმართება და ლეგენდის პირველი ქრისტიანული ვერსია

მოხსენებაში გაანალიზებულია ბალავჰარისა და იოდასაფის ლეგენდის არაბული, ქართული და ბერძნული ვერსიები. დასაბუთებულია, რომ ლეგენდის ქართული ვერსია – „ბალავარიანი“ ლეგენდის პირველი ქრისტიანული რედაქციაა, ხოლო მოსაზრება „ბალავარიანის“ ვრცელი რედაქციიდან მოკლეს წარმოშობის შესახებ – საფუძველს მოკლებული. მოხსენებაში დასახულია კვლევის ახალი პერსპექტივა ჩვენამდე მოღწეული ორი ქართული რედაქციის ერთი საერთო ქართული არქეტიპიდან წარმოშობის მიმართულებით.

 

საკვანძო სიტყვები: ბალაჰვარი და იოდასაფი ,ბალავარიანი, ქართული ვერსია, ქრისტიანული რედაქცია, არქეტიპი.