თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მასწავლებელი
წყაროთმცოდნეობა
დოქტორანტი
თბლისი/საქართველო
sartania.mikheil@mail.ru
აბსტრაქტი
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში(1918-1921წწ.) განსაკუთრებული ადგილი ეკავა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას, რომელთა ლიდერიც იყო ლეო შენგელაია. ის იყო როგორც პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე პარტიული გაზეთ "შრომის" რედაქტორი. ლ. შენგელაია გახლდათ საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი ესერთა პარტიიდან. წინამდებარე ნაშრომის მიზანია შენგელაიას პოლიტიკური პორტრეტის გაანალიზება მისი საპარლამენტო, პუბლიცისტური და იდეოლოგიური მოღვაწეობის ჭრილში. არის ერთ-ერთი ხელმომწერი 1918 წლის 26 მაისს მიღებულ დამოუკიდებლობის აქტზე. იგი აქტიურად მუშაობდა აგრარულ, შრომისა და სარეკომენდაციო კომისიებში, სადაც გლეხობისა და მუშათა კლასის ინტერესებს იცავდა. ის და მისი ფრაქცია აქტიურად აკრიტიკებდა 1921 წლის კონსტიტუციის პროექტს, მას "ბურჟუაზიულს" უწოდებდნენ და უფრო რადიკალური სოციალისტური რეფორმების ასახვას მოითხოვდნენ. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ შენგელაია საქართველოში დარჩა. მან ბრძოლა იატაკქვეშ გააგრძელა, რის გამოც ბოლშევიკურმა რეჟიმმა 1937 წელს დააპატიმრა და დახვრიტა. ლეო შენგელაიას პოლიტიკურ პორტრეტი წარმოაჩენს პრინციპულ, იდეოლოგიურად მყარ და კომპრომისებისადმი შეუვალ ლიდერს.
საკვანძო სიტყვები: ლეო შენგელაია, სოციალისტ-რევოლუციონერები, ესერები, დამფუძნებელი კრება, კონსტიტუცია.