შპს. უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინო
უფროსი მასწავლებელი
დოქტორანტი
თბილისი/საქართველო
mariamtchinctaharauli.942.tsu@gmail.com
აბსტრაქტი
მოხსენების მიზანია, შევისწავლოთ ერწო-თიანეთის მხარის ტრადიციული საკულტო ძეგლები და მათთან დაკავშირებული რელიგიური ყოფის ტრანსფორმაციული პროცესები. ერწო-თიანეთი, როგორც მთიდან ბარში გარდამავალი ზონა, ისტორიულად მუდმივ მიგრაციულ პროცესებს განიცდიდა, რამაც განაპირობა მისი საკულტო სივრცის მრავალფეროვნება და სინკრეტიზმი. სტატიაში განხილული იქნება მხარეში არსებული ქრისტიანული და მთური სალოცავების ტიპოლოგიური თავისებურებები. ყურადღება გამახვილდება როგორც ფეოდალური ხანის ისტორიულ ძეგლებზე (მაგ. ბოჭორმის ციხე-ტაძარი, ჟალეთის ბაზილიკა, არჩილის მონასტერი), ისე მთიელი მიგრანტების მიერ დამკვიდრებულ საკულტო ნიშებზე. მოხსენებაში გაანალიზდება ფშავ-ხევსურეთიდან და მთიულეთიდან გადმოტანილი სალოცავების — იახსარის, კოპალას, ლაშარის ჯვრისა და ლომისას ნიშების ფუნქციონირება თანამედროვე გარემოში. ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე (2014-2018 წწ.), ნაშრომში წარმოჩნდება საკულტო ძეგლების ფუნქციური ტრანსფორმაცია პოსტსოციალისტურ პერიოდში. შესწავლილი იქნება რელიგიური ადაპტაციის საკითხები: როგორ ინარჩუნებს ტრადიციული რწმენა-წარმოდგენები არსებობას და რა ცვლილებებს განიცდის ხატმსახურებისა და დღეობათა რიტუალური პრაქტიკა (მაგ. ათენგენობა, ლაშარობა, კვირიაობა). დასკვნის სახით წარმოდგენილი იქნება არგუმენტები იმის შესახებ, რომ ერწო-თიანეთის საკულტო ძეგლები კულტურული იდენტობის შემანარჩუნებელი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოებია, რომლებიც ხელს უწყობენ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას მოდერნიზაციისა და გლობალიზაციის პირობებში.
Keywords
ერწო-თიანეთი, ტრადიციული საკულტო ძეგლები, რელიგიური ტრანსფორმაცია, მიგრაციული პროცესები, სინკრეტიზმი, ხატმსახურება, კულტურული იდენტობა, პოსტსოციალისტური პერიოდი