ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დოქტორანტი

ფილოლოგია 

დოქტორანტი

თბილისი/საქართველო 

tamta.surmava.1@iliauni.edu.ge


 

აბსტრაქტი

მოხსენება ეხება თეიმურაზ I- ის, ქართველი მეფე-პოეტის, პოემას „წამება ქეთევან დედოფლისა“. როგორც ცნობილია, პოემა თეიმურაზ I-მა დედის, ქეთევან დედოფლის, მოწამეობრივ აღსასრულს მიუძღვნა. თხზულებაში ავტორი დეტალურად განიხილავს ისტორიულ ფაქტებს, აფასებს თანადროულ ისტორიულ თუ საზოგადოებრივ რეალობას და არ ერიდება მოვლენების მიმართ პირადი შეხედულების ღიად გამოხატვასაც. პოეტი თავისი ნაწარმოების მკითხველთ ამგვარად მოიხსენიებს- „მართლისა გამთარგმებელნო“- და მოუწოდებს, თუ თავად ავტორმა ვერ შეძლო სინამდვილის სრულად ასახვა, ეს ფუნქცია მათ შეასრულონ. ამდენად, ლოგიკურია, რადგან თავად თეიმურაზი ამახვილებს ყურადღებას რეალობის პირუთვნელად ასახვაზე, ყურადღება მიექცეს ტექსტს ამ თვალსაზრისითაც. ამასთანავე დეტალურ შესწავლას საჭიროებს შემდეგი საკითხიც- როგორ ახერხებს თეიმურაზი I საკუთარი პირადი ტრაგედიის ხარჯზე არა მხოლოდ ასახოს მართლის თქმის პრინციპის საფუძვლები, არამედ აგრეთვე ხელი შეუწყოს წმინდა ქეთევანის კულტის გავრცელებას. მოხსენებაში განხილული იქნება „წამება ქეთევან დედოფლისა“- ტექსტი, რომელშიც ფაქტობრივად პირველად წარმოჩინდა ქართულ ლიტერატურულ სინამდვილეში „მართლის თქმის“ პრინციპის საწყისები. ანალიზის საფუძველზე წარმოჩინდება „მართლის თქმის პრინციპის“, როგორც ესთეტიკური მრწამსის, გამოვლენის თავისებურებები, ყურადღება გამახვილდება იმ თანადროულ ისტორიულ, საზოგადოებრივ თუ ნაციონალურ პროცესებზე, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონია დისკურსზე.


საკვანძო სიტყვები: თეიმურაზ I, ქეთევან დედოფლის წამება, „მართლის თქმის პრინციპი“.