სსიპ აჭარის მუზეუმი- რელიგიის მუზეუმი
რელიგიის მუზეუმის მმართველი
სხვა
არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი
ბათუმი/საქართველო
izodumbadze74@gmail.com
სსიპ აჭარის მუზეუმი
სსიპ აჭარის მუზეუმის სამეცნიერო და საგამომცემლო საქმის კურატორი
ისტორიის აკადემიური დოქტორი
ბათუმი/საქართველო
tamarshalikadze@gmail.com
აბსტრაქტი
საქართველო მევენახეობა-მეღვინეობის წარმოშობისა და განვითარების კლასიკური ქვეყანაა. მეურნეობის ამ დარგს აჭარაშიც წამყვანი ადგილი ეკავა. ნაშრომში საუბარი გვექნება აჭარის არქეოლოგიურ ძეგლებზე მოპოვებული მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული კვლევა-ძიების შედეგებზე, რაც შესაძლებლობას გვაძლევს თვალი გავადევნოთ ამ დარგის განვითარების ეტაპებს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან მოყოლებული, ანტიკური და შუა საუკუნეების ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა XVI- XIX საუკუნეებში მიმდინარე პროცესებს. როგორც ცნობილია XVI საუკუნის შუახანებიდან, რეგიონში ოსმალეთის იმპერიის 300-წლიანი ბატონობისა და ეტაპობრივი ისლამიზაციის დაწყებისთანავე, მევენახეობა-მეღვინეობის დარგმა მტკივნეული ფუნქციური ტრანსფორმაცია განიცადა. რელიგიური აკრძალვების გამო, მიზანმიმართულად განადგურდა მარნები, საწნახლები და აიჩეხა ვაზები. არქეოლოგიური კვლევები ნათლად ასახავს ამ დარბევის კვალს. ამ მხრივ წარმოჩენილი იქნება ბოლო წლებში აჭარის მთისწინა და მაღალმთიან რეგიონებში გამოვლენილი და შესწავლილი რამდენიმე ღია და დახურული ტიპის, ასევე სახლისა და ციხის კომპლექსში შემავალი მარნები. არქეოლოგიურ მონაცემებთან ერთად საყურადღებოა ამავე ეპოქის ამსახველი უახლესი ლიტერატურა, საარქივო მასალები ლალა მუსტაფა ფაშას ვაყუფ-ნამეები საქართველოს შესახებ, ოსმალური საგადასახადო დავთრები, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი და სხვა. წერილობითი წყაროებისა და თანამედროვე კვლევების (პალინოლოგიური და კარპოლოგიური) ურთიერთშეჯერება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნა აჭარის მევენახეობა პოლიტიკურ-რელიგიური წნეხის პირობებში და როგორ შემოინახა ადგილობრივმა მოსახლეობამ ვაზის უნიკალური გენოფონდი.
საკვანძო სიტყვები: აჭარა, მევენახეობა-მეღვინეობა, ფუნქციური ტრანსფორმაცია, მარნები, ქვევრები, ისლამიზაცია, საგადასახადო დავთრები.