სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწვეული პროფესორი
წყაროთმცოდნეობა
ისტორიის დოქტორი
თბილისი/საქართველო
medea.bendeliani1@gmail.com
აბსტრაქტი
ქართული ასომთავრული ანბანის ბიბლიური წარმომავლობისა და იბერიაში გახელმწიფების საკითხი „ ვეფხისტყაოსანსა“ და ეგზეგეტიკურ წყაროებში ( „ვეფხისტყაოსანი“, როგორც ჰერმენევტიკული წიგნი და საისტორიო წყარო ასომთავრული ანბანის კვლევის მიმართულებით ) ჩვენი საკვლევი თემის მიზანია ქართულ ისტორიოგრაფიაში უმართებულოდ დამკვიდრებული მოსაზრების უგულვებელყოფა ქართული ასომთავრული ანბანის წარმომავლობისა და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო დამწერლობის სტატუსის მინიჭების შესახებ, თითქოს ლეონტი მროველის თხზულება „ერთადერთი ცნობაა“ ეროვნულ წერილობით წყაროებში. ჩვენი გამოკვლევებით, ასომთავრული ანბანთან დაკავშირებული უამრავი ცნობა ვლინდება იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ და ამ რელიგიური კოდექსის განსამარტავად იოანე ზოსიმეს მიერვე “ოთხი ათასი მარაგით“ შედგენილი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მეშვეობით, მე-10 საუკუნეში გაახლებული ძველი „მოქცევაის წიგნის“ სამი რედაქციის და ამავე კოდექსით მოსარგებლე ლეონტი მროველისა და შოთა რუსთაველის შემოქმედების „ჰერმენევტიკული წესით“ შესწავლის შედეგად. დასახელებული თხზულებანი წარმოადგენენ ერთი სკოლისა და ერთი კონცეფციის მქონე შატბერდის ეგზეგეტიკური სკოლის ავტორთა შემოქმედებით ნაყოფს. ეს თხზულებები ფილოსოფიური თამაშის „მარაგი-ზრახვითი“ ხელოვნებით დაწერილი ეგზეგეტიკური სასიტორიო წყაროებია. „მარაგი-ზრახვა არს სიტყვა იმგვარად სთქვა, ადვილ საცნაურ არ იყოს, ვითარცა ღრუბელი ემოსოს და ორ-სამ რიგად გაისინჯებოდეს“. თხზულებები, დაწერიდან (მე-10 საუკუნიდან) „წელი ათასის“ შემდეგ, აღმოსაკითხად თავიანთ თავში „იმარხავენ“ საკრალური დანიშნულების მქონე ბიბლიის სადამწერლობო სისტემისა და ამ სისიტემიდან განვითარებული „დამწერლობითი სამების“ მსოფლმხედველობრივი ერთებითა და თვლის შვიდობით სისტემაზე აგებული ასომთავრული ანბანის, ბიბლიური კოდი „ქრისტეს კვართი“, მეცნიერულად შესწავლილ ცოდნას. ბიბლიური სადამწერლობო სისტემა გულისხმობს საღვთო წერილის ორ დონეზე წერას: ებრაული კვადრული დამწერლობა თავისი რელიგიური დონეებით და ასევე ბიბლიური სიმბოლიკით „ელიას ხალენი“დამწერლობას. „დამწერლობითი სამება“ გულისხმობს ორი უცხო: „სემური“ („ლაზარე“), „ბერძნული“ („მარიამ“) და საკუთრივ ქართული („მართაი“) ანბანურ ჯგუფებს. ბიბლიური სადამწერლობო სისტემა,პალეოგრაფიული და ლინგვოკულტუროლოგიური ცოდნის გარდა, მოიცავს ანბანური სისტემების უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს, დაწყებული „აღთქმის კიდობნით“ სინას მთის “მაყვლოვანიდან“, მცხეთის „მაყვლოვანით“ დამთავრებული. აღნიშნულ წყაროებს, რომელთა შინაგან საზრისში რუსთაველმა ეს ენათმეცნიერული ცოდნა „ჰპოვა“ და „ლექსად გარდათქვა“, ანუ სიბრძნისმეტყველებით გალექსა, პოეტი უწოდებს „აქამდე ამბად ნათქვამ წყაროებს“. ამ წყაროებში დაფარული ცოდნა, შუა საუკუნეების წიგნისმკითხველმა საზოგადოებამ, მენტალურად მოუმზადებლობის გამო, ადეკვატურად ვერ გაიაზრა. პოეტი ამბობს: „თვალთა მისთა უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა“, ანუ მარაგიზრახვითი ხელოვნებით დაწერილ წყაროებს ენატრებათ ახლებურად წაკითხვა. ამდენად, ასომთავრული ანბანის წარმომავლობისა და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო დამწერლობის სტატუსის მინიჭების შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს აქამდე უცნობი უამრავი ცნობა. მათი გამოვლენა სამომავლო საქმეა და ის გულისხმობს ხსენებული ტექსტების ხელახლა დეკონსტრუქცია-რეკონსტრუქციის პროცესებს და მათ საჯარო გამომზეურებას.
Keywords
ჰერმენევტიკა,ბიბლია,ასომთავრული ანბანი,წყაროები,რელიგიური კოდექსი.