სტრასბურგის უნივერსიტეტი

დოქტორანტი (კონფერენციის ჩატარების დროისთვის პოსტდოქტორანტი მკვლევარი)

სტრასბურგი, საფრანგეთი

 

neufville@unistra.fr

 

აბსტრაქტი

 

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკისა და მოხმარების ისტორიკოსები დიდი ხანია დაინტერესდნენ გლობალური მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო კულტურებითა და პროდუქტებით, მათ შორის ჩაით, კავკასიაში ჩაის კულტურა მათი კვლევითი ინტერესის მიღმა რჩებოდა. აღნიშნული თემა სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა რუსეთისა და საბჭოთა იმპერიების შემადგენლობაში კავკასიის ისტორიის მკვლევართა ნაშრომებშიც.

ჩემი კვლევა მიზნად ისახავს კავკასიაში ჩაის მრეწველობის დანერგვის პროექტის ისტორიის შესწავლასა და წარმოჩენას. ნაშრომში ნაჩვენები იქნება, რომ ეს პროექტი თავდაპირველად რუსეთის იმპერიის მოხელეთა მცდელობას წარმოადგენდა, დაეძლიათ იმპერიული რუსეთის დამოკიდებულება ჩინურ ჩაიზე და ბრიტანულ სავაჭრო ქსელებზე. შესაბამისად, საკითხი ეხებოდა არა მხოლოდ ახლად დაპყრობილი კავკასიის მოთვინიერებასან კავკასიის სასოფლო ტერიტორიების გაუმჯობესებას“, არამედ გლობალურ ბრძოლაში რუსეთის იმპერიის ადგილს იმპერიული უპირატესობის მოსაპოვებლად.

კვლევაში წარმოჩენილი იქნება, თუ როგორ განავითარეს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა კავკასიაში ჩაის კულტურა და როგორ გარდაიქმნა კავკასიურიჩაი ჯერ საბჭოთა“, ხოლო განსაკუთრებით — „ქართულჩაიდ. აღნიშნული ისტორიის აღდგენას შევეცდები როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. გლობალური პერსპექტივა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კავკასიის ჩაის მრეწველობაში განსხვავებული ეროვნული წარმომავლობის ადამიანები მონაწილეობდნენ და ეს ინიციატივა თავიდანვე ტრანსიმპერიულ პროექტს წარმოადგენდა. ადგილობრივ დონეზე კი კვლევის მიზანია დადგინდეს, როგორ იქნა ჩაის კულტურა მიღებული, ათვისებული და ინტეგრირებული ადგილობრივ ჩვევებსა და ცხოვრების წესში.

ნაშრომში დასაბუთებული იქნება, რომ კავკასიაში ჩაის კულტურა კოლონიური პროექტის სახით დაიგეგმა და განხორციელდა და იგი მნიშვნელოვან კვლევით პერსპექტივას გვთავაზობს რუსული და საბჭოთა იმპერიალიზმის შედეგებზე დასაკვირვებლად. ამასთანავე, როგორც კვლევა აჩვენებს, კოლონიური ხასიათი არ გამორიცხავდა ჩაის კულტურის ადგილობრივ ათვისებასა და ადგილობრივი პროფესიული ცოდნის ჩამოყალიბებას. ეს გამოცდილება და კომპეტენცია დღემდე საქართველოს სამომავლო განვითარების მნიშვნელოვან რესურსად რჩება.

 

საკვანძო სიტყვები: ჩაის კულტურა; ჩაის მრეწველობა; მოხმარების ისტორია; გარემოს ისტორია; სოფლის ისტორია; კოლონიური ისტორია; ეკონომიკური და სოციალური ისტორია; შრომის ისტორია.