ძვირფასო კოლეგებო!
გაცნობებთ, რომ გახსნილია განცხადების მიღება მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე
„საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი“
კონფერენცია გაიმართება
2026 წლის 22-23 ოქტომბერს,
ქალაქ თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
· საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
· გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ცენტრი
· ქართველოლოგიის მხარდამჭერი ფონდი
კონფერენციის მიზანია საქართველოსა და კავკასიის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე განვითარების საკითხების მრავალმხრივი და ინტერდისციპლინური განხილვა.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22 მაისი, 2026