მანუჩარ გუნცაძე
კავკასიის უნივერსიტეტი
მიწვეული ლექტორი
თბილისი, საქართველო
https://orcid.org/0009-0003-2954-8221
მანუჩარ გუნცაძე
კავკასიის უნივერსიტეტი
მიწვეული ლექტორი
თბილისი, საქართველო
https://orcid.org/0009-0003-2954-8221
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის
დროშის საკითხისათვის
აბსტრაქტი
საქართველოს ახალი ისტორიის მოკლე, მაგრამ საინტერესო პერიოდია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის არსებობის ხანა. აღნიშნული პერიოდის სიღრმისეული კვლევა ბოლო წლებია დაიწყო და საინტერესო ნაშრომებიც მიეძღვნა. მიუხედავად ამისა, ისტორიული ასპექტების ფაქტობრივი შევსება კვლავ საჭიროა. აღნიშნულმა სახელმწიფომ ერთ თვეზე ოდნავ მეტ ხანს იარსება და შეძლო სამი, განსვავებული მახასიათებლების სახელმწიფოების ერთ პოლიტიკურ სისტემაში მოქცევა. ამიტომ, საინტერესოა რა ვიზუალური მახასიათებლები აერთიანებდა ასეთ სახელმწიფოს.
როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს ვიზუალურ მახასიათებლებზე, ერთ-ერთი პირველი რაც თვალწინ შეიძლება დაგვიდგეს, ესაა დროშა, რომელიც ცხადია იდეური ერთობის მატარებელიც უნდა იყოს.
ამიერკავკასიის ფედერაციის დროშის შესახებ, ინფორმაცია არც თუ ისე ბევრია და ძალიან ხშირად მისი გამოსახულება მიდის ვიკიპედიაში არსებულ ვიზუალზე: ყვითელი, შავი და წიტელი ჰორიზონტალური ხაზების ერთობაზე.
ვიზუალი საინტერესოა და მას შინაარსობრივ ახსნასაც მიაწერენ, თუმცა საინტერესოა საიდან მოდის ეს ვიზუალი და რამდენად შეიძლება სანდო იყოს.
მოხსენების მიზანია, განვიხილო იმ წყაროთა ერთობა, რომლებიც აღნიშნულ დროშასთან დაკავშირებით გაგვაჩნია და გავუყვეთ კვლევის ხაზს რამდენიმე ასპექტით:
1. დროშის ვიზუალის იდეა;
2. დროშის შესახებ წყაროთა ე. წ. დროის ხაზის აგება;
3. წყაროთა სანდოობა;
4. განხილვა, რამდენად შეიძლება, რომ აღნიშნული დროშა, მართლაც, ყოფილიყო ამიერკავკასიის ფედერაციის რეალური სიმბოლო.
საკვანძო სიტყვები: ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, სახელმწიფოს ვიზუალური მახასიათებლები, დროშის სიმბოლიკა, ისტორიული წყაროები.
ალექსანდრე ლომთათიძის არქივი და მისი მემუარების სპეციფიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, ალექსანდრე ლომთათიძის, პირადი საარქივო მასალა დღემდე ნაკლებად არის შესწავლილი. აღნიშნული არქივი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, თუმცა მისი სამეცნიერო დამუშავება თითქმის არ მომხდარა.
არქივი მოიცავს ვიზუალურ და ტექსტურ მასალას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ლომთათიძის მოგონებებს, რომლებიც თავდაპირველად გამოცემისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა დღემდე პუბლიკაცია არ მომხდარა. ჩემი კვლევის მიზანია არქივის მნიშვნელოვანი მასალის გამოკვლევა და აღნიშნული მოგონებების გამოცემა.
მოგონებების სპეციფიკა მოიცავს საარქივო ერთეულის დამუშავების სტანდარტებს და ისტორიული ფაქტების გაშუქებას. საინტერესოა, რომ მიუხედავად ალექსანდრე ლომთათიძის პოლიტიკური როლისა, მისი ჩანაწერები უმეტესად არ ეხება პოლიტიკას. ისინი აღწერენ ყოველდღიურობას, შეხედულებებსა და ამბებს, რაც მათ ისტორიაში უნიკალურ წყაროდ აქცევს.
საკვანძო სიტყვები: ალექსანდრე ლომთათიძე, არქივის დამუშავება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მემუარები, ისტორიული წყაროები.