ფილოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმი, საქართველო
Anuki.futkaradze@gmail.com
ფილოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმი, საქართველო
Anuki.futkaradze@gmail.com
სატრფიალო-სალაღობო ლექს-სიმღერები ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით
ნაშრომში შესწავლილია ეგნატე ნინოშვილის (1859–1894) მოთხრობებიდან ამოკრებილი შაირები. ანალიზი მოიცავს შაირების შექმნის მოტივებსა და ამ მოტივზე აგებულ პერსონაჟთა სახე-ტიპებს. მწერლის შემოქმედების ზეპირსიტყვიერებასთან მიმართების თვალსაზრისით საინტერესოა სატრფიალო-სალაღობო პოეზიასთან მათი სისხლხორცეული კავშირი, რომელიც განსაკუთრებით გამოხატავს ხალხური ლირიკის ტრადიციასა და გენეზისს.
ეგნატე ნინოშვილი იყენებს ლაღ, ხალას, ხალხის წიაღში დაბადებულ სტრიქონებს, რომლებიც მასის აღფრთოვანების საგანი გამხდარა და თაობიდან თაობას გადაცემულა. ხალხური სატრფიალო-სალაღობო ლექს-სიმღერები, რომლებიც მთელი სისავსით გამოხატავენ მრავალთა გულისთქმასა და მისწრაფებებს, მწერალმა დიდებულად გამოიყენა პერსონაჟთა პორტრეტებისა და სოციუმის დასახასიათებლად.
კვლევის მიზნებია: განსაზღვროს ხალხური ლირიკის როლი ნინოშვილის მოთხრობებში; წარმოჩინდეს პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტები; გამოიკვეთოს შაირის ფუნქცია მოთხრობათა იდეის ანალიზში. კვლევამ ცხადყო, რომ ნინოშვილის შექმნილი სახე-ტიპები, მიუხედავად ჟამთასვლისა, დღემდე აქტუალურობას ინარჩუნებენ თავიანთი აზროვნების სპეციფიკით. აღსანიშნავია, რომ მოქმედი პირების მსოფლმხედველობის გაანალიზებაში შაირთა როლი უმნიშვნელოვანესია.
კვლევაში გამოყენებულია სინთეზის, ფუნქციურ-სემანტიკური ანალიზის მეთოდები.
საკვანძო სიტყვები: სოციუმი, მსოფლმხედველობა, შაირი, ფსიქოლოგიური პორტრეტები.