ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
n.shavtvaladze@ug.edu.ge
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
n.shavtvaladze@ug.edu.ge
ზმნის უღლების სისტემის სწავლება ენათა ევროპული ჩარჩოს შესაბამისად (I სერია)
ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლებისას სტუდენტი მხოლოდ მორფოლოგიურ-სინტაქსურ, ლექსიკურ და სტილისტურ საკითხებს არ ეცნობა, არამედ ერის ცნობიერების მნიშვნელოვან დეტალებსაც, რომლებიც მის ხასიათს, ჩვევებსა და ტრადიციებს ასახავს. სწორედ ეს ქმნის სირთულეს: ძნელია ისეთის შემჩნევა, რაც თავად ერის ცნობიერებაშია ფესვგადგმული.
ზოგადი ლინგვისტური მიდგომა მნიშვნელოვანია, მაგრამ თანამედროვე გლობალურ სივრცეში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ენისა და კულტურის ურთიერთკავშირის საკითხი. უცხოელი სტუდენტისთვის (ევროპელი, ამერიკელი თუ აზიელი) განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ქართული ზმნის სტრუქტურისა და ფორმაცვალების კანონზომიერებებში გარკვევა. ამიტომაც გადამწყვეტია ისეთი მეთოდური მიდგომების შემუშავება, რომლებიც ზმნის უღლების სისტემის გაცნობიერებაში დაეხმარება.
არსებული სახელმძღვანელოები ნაწილობრივ ასახავს ზმნის ფუნქციურ ველს, თუმცა ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა სერიებისა და მწკრივების სისტემური განხილვა, სწავლების დონეების გათვალისწინებით: დაწყებული მარტივი ფორმებიდან — ყველაზე რთულამდე. ამ სტატიაში წარმოჩენილია პირველი სერიის აწმყოს წრის ფორმების სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები და მათი გადაჭრის პრაქტიკული მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ორივე სისტემის — ვინიანისა და მანიანის — ზმნათა კატეგორიების მოხმარების სფეროსა და ფუნქციონალურ სუფიქსებს, რომლებიც სემანტიკურ ნიუანსებს ზუსტად ასახავენ.
საკვანძო სიტყვები: ზმნა, უღლება, სწავლება, სერიები, მწკრივები, დონეები, ენობრივი ჩარჩო.