ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0007-1183-777X
darejan_menabde@yahoo.com
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0007-1183-777X
darejan_menabde@yahoo.com
სამგზავრო ნარკვევები საქართველოს დაკარგული ტერიტორიებიდან და მათი მსოფლმხედველობრივი დისკურსი (XIX ს.)
სამგზავრო ნარკვევები საქართველოს დაკარგული ტერიტორიებიდან და მათი მსოფლმხედველობრივი დისკურსი (XIX ს.) XIX საუკუნის დასაწყისიდან ქართულ სამოგზაურო ლიტერატურაში თავი იჩინა ახალმა ტენდენციამ - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოთ ქართული რეალობის ასახვა-შესწავლისათვის. მოგვიანებით ამგვარ ინტერესს დიდად შეუწყო ხელი ქართულმა პრესამ - „ცისკარში“, „დროებაში“, „მნათობსა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა არაერთი სამგზავრო ნარკვევი, რომლებიც მიმართული იყო არამარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიისა და გეოგრაფიის, ბუნების, ისტორიული ძეგლების, ხალხის ზნე-ჩვეულებების აღწერისკენ, არამედ მკითხველებში ეროვნული ფასეულობების გავრცელებისა და გაღრმავებისაკენაც. ამ ფონზე საგანგებო მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიებზე არსებული ვითარების აღწერას. მოხსენებაში შევეხებით სამგზავრო ნარკვევებს საქართველოს დაკარგული ტერიტორიებიდან. ესენია: ივანე კერესელიძის „სამგზავრო წიგნების“ (იბეჭდებოდა ჟურნალ „ცისკარში“ 1857-1870-იან წლებში) ყველაზე მოცულობითი ნაწილი „სამცხე-საათაბაგო“ („ცისკარი“ 1870, #3-5), რომელშიც აღწერილია იმხანად საქართველოსგან მოწყვეტილი, გამაჰმადიანებული მესხეთის ამბები და დიმიტრი ჯანაშვილის (ფსევდ. ინგილო ჯანაშვილი) „მგზავრის ისტორიული შენიშვნა საინგილოზე“ (ჟურნალი „მნათობი“, 1872, #4-5), რომელშიც საქართველოს კიდევ ერთი დაკარგული კუთხის - საინგილოს - პრობლემებს გადმოგვცემს ავტორი. ორივე ეს თხზულება საყურადღებოა იმით, რომ მწერალი-მოგზაურები მხოლოდ აღწერილობითი ნარატივით არ კმაყოფილდებიან. ავტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მკითხველზე - ადგილობრივ მოსახლეობაზე - ერთგვარ ზემოქმედებასაც კი, რათა მათ უმძიმეს ცხოვრებისეულ პირობებშიც შეძლონ ისტორიული რეალობის ობიექტურად შეფასება, შეძლებისდაგვარად შეინარჩუნონ ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული ღირებულებები.
საკვანძო სიტყვები: სამგზავრო ნარკვევები, მესხეთი, საინგილო.