ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მოწვეული ლექტორი
კავკასიის უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0009-3964-6283
siradzeketevan@gmail.com
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მოწვეული ლექტორი
კავკასიის უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0009-3964-6283
siradzeketevan@gmail.com
დავით აღმაშენებლის მრწამსი და საგანმანათლებლო ღვაწლი
ილია ჭავჭავაძე თავის წერილში „დავით აღმაშენებელი“ წერს: „კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო — ამბობს ჩვენი ერი: — ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა“. ილია აბულაძის ლექსიკონის თანახმად, „აღშენება“ ნიშნავს აშენებას, აგებას, სიკეთით აღვსებას და განახლებას.
დავით მეფეს ქართველმა ერმა მიანიჭა ეს წოდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ფიზიკურად ააშენა ქვეყანა, არამედ სულიერადაც „აღაშენა“, ააღორძინა ეროვნული ცნობიერება და დაუბრუნა ერს მამურ-პაპურთა კვალთა სვლა. შინაგანი მრწამსის სიდიდით დავითისთვის შთაგონების წყაროდ მიიჩნევა მეფე დავით მეფსალმუნე, რომელიც ბაგრატიონთა ისტორიული ტრადიციით ბიბლიური წინაპარია.
დავით მეფესთან სულიერი ნათესაობა იკვეთება მის ორიგინალურ თხზულებაში „გალობანი სინანულისანი“, რომელიც ფსალმუნისეული სინანულით არის აღვსილი. ქართველ მეფეთა გერბზე ასახული დავითის შურდული სიმბოლოა გამარჯვებისა. რწმენა, რომ ღმერთი მხარეშია, დავითის არმიას შესაძლებლობას აძლევს ძლიერ მტერსაც კი ებრძოლოს, რაც დასტურდება დიდგორის ბრძოლაში გაერთიანებული მუსლიმთა ლაშქრის დამარცხებით.
აღორძინების საქმეში უმთავრესი ადგილი უჭირავს განათლებას. დავით აღმაშენებელმა შექმნა გელათის აკადემია — „სხუად ათინად და მეორე იერუსალიმად“ — და ნიჭიერი ახალგაზრდები სასწავლებლად საზღვარგარეთ გაგზავნა. მისი ხედვით, ადამიანის რესურსი უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნის განვითარებისთვის, ამიტომ მსოფლიოდან მოიწვია საუკეთესო სპეციალისტები და მათი პოტენციალი ქვეყნიერების სამსახურში გამოიყენა.
საკვანძო სიტყვები: დავით აღმაშენებელი, დავით მეფსალმუნე, გალობანი სინანულისანი, გელათის აკადემია.