ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ასოცირებული პროფესორი
ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ORCID: 0000-0003-2713-4554
Ekaterine.kobakhidze@tsu.ge

Lapsus Calami – გადამწერის შეცდომა „ქართლის ცხოვრებაში“

 

მოხსენება მიზნად ისახავს  „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ანონიმი ავტორის, ჟამთააღმწერლის  თხზულების „ასწლოვანი ქრონიკის“ ერთი მონაკვეთის ანალიზს, სადაც, ჩემი აზრით, გადამწერის  შეცდომა იძებნება.  

როგორც ცნობილია, ეს თხზულება აღწერს საქართველოს ისტორიას XIII საუკუნის 10-იანი წლებიდან XIV საუკუნის 10-იან წლებამდე. მოცემული ქრონოლოგიური პერიოდის გათვალისწინებით, ნაშრომი ეხება მონღოლთა ბატონობას საქართველოში, დეტალურად განიხილავს დავით ულუსა და დავით ნარინის მეფობის პერიოდს, ასევე ქვეყნის დაშლისა და დაქვეითების ტრაგიკულ ისტორიას.

ქვეთავის „მესამეოცდახუთე მეფე ქართლისა დავით, ძე დიმიტრი მეფისა, ბაგრატოანი“ ერთ-ერთ მონაკვეთში ნახსენებია, სავარაუდოდ ჰერეთის ერისთავი სამადავლა, რომელიც, როგორც ეს თხზულებიდან ირკვევა, მხარს უჭერს დავით მეფის გამოცხადებას ყაზან ყაენთან. მწერალი საგანგებოდ აღნიშნავს XIII საუკუნის ამ დიდებულის სამხედრო ღირსებებს: „ერისთავი სამადავლა, კაცი ყოვლითა სამჴედროთა ზნითა შემკობილი და მსგავსი მოსომახოსა ებრაელისა, გინა ნეოპტოლემეოს პიღასი რჩეულისა, სახელოვანისა მირმიდონთ მოძღურისა“. ს. ყაუხჩიშვილი და თ. ყაუხჩიშვილი სხვადასხვა დროს  ეცადნენ, გაერკვიათ ამ სიტყვის მნიშვნელობა,  რათა სრულყოფილად განემარტათ მთლიანი ფრაზის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდნენ.  ამავე მიზეზით სიტყვა უთარგმნელადაა გადმოღებული როგორც რუსულ, ასევე ინგლისურ თარგმანებში. ჩემი ინტერპრეტაცია ხსნის ამ „ბუნდოვან“ სიტყვას და ამასთანავე ხსნის დაშვებული შეცდომის მიზეზს.

 

საკვანძო სიტყვები:  ჟამთააღმწერელი,  ასწლოვანი ქრონიკა, პიღასი.