ისტორიის დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
kaxaberp@gmail.com

ტერმინ „სუანო-კოლხების“ გაგებისათვის

კლავდიუს პტოლემაიოსი, პლინიუსისა და არიანესაგან განსხვავებით, კოლხეთის სანაპიროზე მხოლოდ ლაზებსა და სუანო-კოლხებს ასახელებს. რით უნდა აიხსნას პტოლემაიოსის რუკიდან აფსილების, აბაზგებისა და სანიგების გაქრობა? როგორც უკანასკნელ პერიოდში გაგრის რაიონში აღმოჩენილ ვერცხლის თასზე შესრულებული ბერძნული წარწერიდან ირკვევა, II ს. შუახანებისათვის ლაზთა მეფე პაკორს დაუმორჩილებია სანიგთა გაერთიანება, რაც გულისხმობს იმას, რომ მას უფრო ადრე შემოერთებული ჰქონდა აფსილებისა და აბაზგების მცირე გაერთიანებები. სწორედ ამით უნდა აიხსნას, რომ პტოლემაიოსი უკვე აღარ იხსენიებს აფსილებს, აბაზგებსა და სანიგებს. ის ზუსტად ასახავს ახალ რეალობას და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთელ ტერიტორიაზე სარმატიამდე მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ერთეულს – კოლხეთს იხსენიებს.

რაც შეეხება სუანო-კოლხებს, რომლებმაც ჩაანაცვლეს არიანესეული სანიგები, ეს ტერმინი ეთნო-პოლიტიკური მნიშვნელობისაა და სავარაუდოდ აღნიშნავს სვანს, რომელიც კოლხეთის (ლაზიკის) სამეფოს ტერიტორიაზე ცხოვრობს.

 

საკვანძო სიტყვები: პტოლემაიოსი, სვანო-კოლხები, ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთი, სანიგეთი.