ისტორიის დოქტორი
დირექტორი
საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
msanadze@ug.edu.ge
ისტორიის დოქტორი
დირექტორი
საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
msanadze@ug.edu.ge
ქართლოსის წილხვედრი ქვეყანა, როგორც ქართლის საზღვრების ასახვა VI-ის 60-80-იან წლებში
ნაშრომში განხილულია ქართლის საზღვრები, რომლებიც წარმოჩენილია ქართველთა ცხოვრების შესავალ მოთხრობაში – ცხოვრება ქართველთა მეფეთასა პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა და ნაჩვენებია, რომ ის, რაც გვეძლევა ამ მოთხრობაში ქართლოსის (ქართლის) და მისი ხუთი შვილის ტერიტორიების სახით, განსაკუთრებით კი მცხეთოსისა და მისი სამი ვაჟის ერთობლივი ტერიტორიით, სხვა არაფერია თუ არა ასახვა ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების (531 წ.) შემდგომი ხანის, უფრო კონკრეტულად კი 562 წლის ზავის შემდგომი პერიოდის რეალიების, როდესაც გუარამ პატრიკიოსი (ცნობილი შემდგომში, როგორც კურაპალატი) ზის მცხეთაში - ის არის ბიზანტიის მხრიდან დაყენებული ქვეყნის უზენაესი მმართველი. მცხეთის იურისდიქციაში შემოდის და, შესაბამისად, მცხეთიდან იმართება (მცხეთის შვილები არაიან): საკუთრივ მცხეთის, როგორც უფლის, მმართველის რეგიონი (ზენა სოფლის ცენტრალური მონაკვეთი), და, ბუნებრივია, გუარამის უშუალო მამული: ჯავახეთი და ოძრხე. ეს უკანასკნელი იმ ხანად თავის თავში კლარჯეთსაც მოიცავდა, ვინაიდან მემატიანის მიერ აღწერილი ოძრხე ორი ქალაქისაგან შედგება, საკუთრივ, ოძრხე და თუხარისი, თუხარისი კი კლარჯეთია. რაც შეეხება მცირე ზომის მოთხრობას, რომელიც ვახტანგ გორგასლის ვაჟის (რომლის შესახებ თხრობის ქრონოლოგიურად არასწორად ჩასმის გამო, ის სტეფანოზ II-ის ვაჟად აქციეს) მირის//მირდატის ქალიშვილების გათხოვებაზე მოგვითხრობს და ამ სახით VI-ის მეორე ნახევარში ქართლის სამეფოს სამთავროებად დაშლას გვიხატავს, იქ ასახულია უკვე 580-იანი წლების მიწურულისა და 590-იანი წლების დასაწყისის ვითარება, როდესაც თბილისის მმართველის გურგენ II-ის (ჩვენი ვარაუდით, ის იყო ფეროზიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი და შვილიშვილი, უფრო კი ძმისშვილი ბიზანტიაში იუსტინეს კარზე 523 წ-ს ჩასული გურგენ I-ის) გარდაცვალების შემდეგ მცირე ხნით (სულ ერთი წლით) სპარსეთმა მის ნაცვლად თბილისში რევიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი და ვახტანგ გორგასლის სპასპეტის ჯუანშერის ვაჟი და ქართველთა ცხოვრების პირველშემქმნელი ჯუანშერ ჯუანშერიანი დაადგინა – ქართლის ჯერ კიდევ სპარსეთის მმართველობის ქვეშ მყოფი ნაწილის სამართავად. აღსანიშნნავია განსხვავება ჯუანშერისა და ლეონტი მროველის გეოგრაფიულ ტერმინოლოგიას შორის, რომელიც სწორედ ქართლოსის (ქართლისა და მისი შვილების შესახებ მოთხრობაში იჩენს თავს: ლეონტი მროველთან მის მიერ სომხური ისტორიოგრაფიიდან წამოღებული მოთხრობის (თარგამოსის და მისი ვაჟის ჰაოსის –ჰაიკი შესახებ) გავლენით, რომელსაც მან ქართლსა და მისი ექვს „ძმაზე“თხრობა დაუკავშირა, ყველგან შავი ზღვის აღსანიშნავად ნახმარია პონტოს ზღვა, რაც შეეხება ქართლზე (ქართლოსი), მის ხუთ ვაჟსა და სამ შვილიშვილზე თხრობისას ყველგან ნახმარია სპერის ზღვა, რაც საკუთრივ ჯუანშერიდან მომდინარეობს.
საკვანძო სიტყვები: ქართლის საზღვრები, ქართლოსი და მისი შვილები, ვახტანგ გორგასალი, გუარამ პატრიკიოსი, VI საუკუნის საქართველო.